ა.შ.შ-ს პრეზიდენტობის გეი კანდიდატი

Pete Buttigiegქალაქ საუზ ბენდის (ინდიანას შტატი) 37 წლის მერი პიტ ბუთიჯიკი აპირებს კენჭი იყაროს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ის დემოკრატიული პარტიის ერთი ერთი კანდიდატი იქნება. დემოკრატიული პარტიიდან უკვე გამოვლინდა 4 კანდიდატი, რომლებიც მზად არიან იბრძლონ პრეზიდენტის თანამდებობისთვის.

59bd79684f20ba7814ee875495a92c5aპიტერ პოლ მონთგომერი ბუთიჯიკიმ წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის, ოქსფორდისა და პემბრუკის უნივერსიტეტები. არის ა.შ.შ-ს არმიის ვეტერანი – მონაწილეობდა ავღანეთის ომში, შტატებში დაბრუნდა ა.შ.შ-ს საზღვაო ფლოტის ლეიტენანტის თანამდებობით. პიტიბუთიჯიკი ორჯერ აირჩიეს ქალაქ საუზ ბენდის მერის თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ ინდიანას შტატი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ულტრა-კონსერვატიულ შტატად. პიტი არ მალავს თავის ორიენტაციას და გასულ წელს მის “ბოიფრენდზე” ჩესთენ გლეზმანზე იქორწინა. მიუხედავად მისი ჰომოსექსუალური ორიენტაციისა ის და მისი იდეები პოპულარობით სარგებლობს რესპუბლიკური პარტიის კონსერვატორ წევრებშიც.

პიტ ბუთიჯიკი მეუღლესთან ერთად

ა.შ.შ-ს ექს-პრეზიდენტი ბარაქ ობამა მას უწოდებს დემოკრატიული პარტიის მომავალს. ბარაქ ობამას გარდა, პიტ ბუთიჯიკს დემოკრატიული პარტიის ბევრი კონგრესმენი უჭერს მხარს. თავად პიტი დასძენს, რომ დროა ცვლილებისა და რეფორმების.  ქვეყანა გარდასქმნელია და საჭიროა ნაბიჯები გადაიდგას უკეთესი მომავლისთვის.

მის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კანდიდატის ოფიციალურ ვებ-გვერდს:  Peter for America 

Facebook Comments