გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია

a75682bგარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია.

გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

გადაღებულია 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი. გურანდა გაბუნია ცნობილი ქართველი მსახიობის – ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე იყო.

“ემიგრანტის გზამკვლევი” უსამძიმრებს მსახიობის ოჯახის წევრებს.

[wpedon id=467]

Facebook Comments