მუშაობის უფლება

ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია გამოადგებათ მათ, ვისაც PRUCOL-ის სტატუსი გააჩნია და USICS-სგან უკვე მიღებული აქვს საქმის წარმოებაში მიღების დოკუმენტაციის დამადასტურებელი წერილი. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაგზავნეთ ფორმა I-589, საიმიგრაციო სააგენტომ კი თქვენი აპლიკაცია წარმოებაში მიიღო, ეს ნიშნავს რომ თქვენ სწორედ გაქვთ შევსებული ფორმა და ნეხევრად ლეგალური სტატუსით ისარგებლებთ. რატომ ნახევრად ლეგალური? იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ ახლა წამოიწყეთ საქმე და ჯერ ვერ ისარგებლებთ ყველა სიკეთით რომელსაც დევნილი და თავშესაფარმინიჭებული ადამიანებს აქვთ, მაგ: ქვეყნის დატოვების უფლება, ფედერალური სასწავლო გრანტი და სხვა. 

დაიმახსოვრეთ! საერთაშორისო კანონმდებლობის გამო, აშშ-ს ხელისუფლებას არ აქვს უფლება დევნილი და თავშესაფრის მაძიებელი გაგაძევოთ ან მოგთხოვოთ ქვეყნის დატოვება, მანამ სანამ საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს შესაბამისი სამსახური. 

მას შემდეგ რაც გაგზავნით ანკეტას თავშესაფრის მოთხოვნაზე და მას მიიღებენ წარმოებაში, თუ მანამდე არ დაგიბარებენ ინტერვიუზე ან თქვენი საქმის განხილვა გადაიდო საიმიგრაციო სააგენტოს გამო, შეგიძლიათ გადათვალოთ 150 დღე და მოითხოვოთ მუშაობის უფლების დოკუმენტი, რომელიც პირველს უფასოდ გადმოგცემენ.

მას შემდეგ რაც მიიღებთ ამ ბარათს, მიდიხართ SSN-ოფისში, სადაც მიგაქვთ ბარათი და ამის საფუძველზე განიჭებენ სოციალური უზრუნველყოფის ნომერს, რაც ქართული პირადი ნომრის ანალოგია. რამდენიმე დღეში ან მაქსიმუმ 2 სამუშაო კვირაში ფოსტით მიიღებთ თქვენ სახელზე გაწერილ სოციალური უზრუნველყოფის ნომერს, რომელიც ვალიდური მხოლოდ მუშაობის უფლების ბარათთან ერთად იქნება. 

როდესაც პირველად გზავნით საბუთებს და ითხოვთ მუშაობის უფლებას, უნდა შეავსოთ ფორმა I-765  როდესაც გადმოტვირთავთ ამ ფორმას საიმიგრაციოს საიტიდან, სანამ შევსებას დაიწყებთ კარგად დააკვირდით რომ იყოს ახალი ფორმა, რადგანაც ხშირად სააგენტო ცვლის ფორმებს და ანახლებს მათ შემადგენლობას. ფორმის შევსება შეგიძლიათ კომპიუტერზე ან ხელით, გარკვევით და მხოლოდ შავი ან ლურჯი მელნით. 

როდესაც გზავნით სამუშაო უფლების მოთხოვნას, თან უნდა დაურთოთ შემდეგი სახის დოკუმენტები:

  1. ფორმა I-94 
  2. პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის იმ გვერდის ასლი, სადაც წერია თქვენი პირადი მონაცემები
    (სახელი,გვარი, დაბ.წელი. დაბ.ადგილი და აშ.) სასურველია რომ ეს ასლი ფერადი იყოს და თქვენი ინფორმაცია კარგად იკითებოდეს. 
  3. პასპორტიდან ვიზიანი გვერდის ასლი. 
  4. 2 ცალი საპასპორტო ფოტო, დათარიღებული და ხელმოწერილი უკანა მხარეს. 
  5. იმ წერილის ასლი, რომელიც USICS-მ გამოგიგზავნათ და სადაც გატყობინებენ, რომ თქვენი საქმე განხილვაში მიიღეს, ასევე შეგიძიათ დაურთოთ ბიომეტრული მონაცემების ჩაბარების მოწვევის ფურცლის ასლიც. 

თუ რომელიმე დოკუმენტი დაკარგეთ და არ გაქვთ ხელთ, მაშინ უნდა დაუკავშირდეთ საიმიგრაციო სააგენტოს და გამოითხოვოთ თქვენი საბუთების ასლები. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ ინფორმაციის მიღება და ნუ შეგეშინდებათ, რაც მთავარია, არანაირ ხარჯებთან არ არის ეს დაკავშირებული. 

მას შემდეგ რაც ყველა ზემოთ ხსენებული დოკუმენტი ერთად მოაგროვეთ ჩადეთ კონვერტში და გაგზავნეთ იმ ფილიალში, რომელიც გეკუთვნით თქვენი საცხოვრებელი მისამართით. 

თუ მოხდა ისე, რომ სამუშაო უფლებას ვადა გასდის, და თქვენ ჯერ კიდევ არ გამოუძახებიხართ ინტერვიუზე, მაშინ ვადის ამოწურვამდე (სასურველია) 90 დღით ადრე გზავნით მუშაობის უფლების ახალი ბარათის მიღებაზე, რომელიც უკვე ფასიანი იქნება. 2016 წლის 23 დეკემბრიდან მოსაკრებელის ფასმა მოიმატა და ახლა შეადგენს 410$-ს, დაიმახსოვრეთ, ფულს გზავნით მხოლოდ მანიორდერის ან პერსონალური ჩეკით,რომელიც იქნება გამოწერილი U.S. Department of Homeland Security-ის სახელზე. არ გაგზავნოთ ნაღდი ფული (!) 

პროცედურა იგივეა, რაც პირველადი საბუთის მოთხოვნისას, თუმცა სხვაობა ისაა, რომ განმეორებითი და საბუთის განახლების მოთხოვნისას, ანკეტაში მონიშნავთ შესაბამისს ველს, რომ ითხოვთ ბარათის განახლებას. იგზავნება იგივე ფორმა I-765.  სანამ ახალი მუშაობის უფლება მოგივათ, სააგენტო გიგზავნით წერილს Notice of action I-797C რომელიც შეგიძლიათ წარადგინოთ დამსაქმებელთან როგორც დასტური იმისა რომ თქვენ გაქვთ მუშაობის უფლება. დამსაქმებელს არ აქვს უფლება არ მიიღოს ეს წერილი, რადგანაც ამი კანონს დაარღვევს. 

თუ თქვენ დაკარგავთ მუშაობის უფლების ბარათს, ახალი ბარათის მოთხოვნის პროცედურა ზუსტად ისეთივეა როგორც განმეორებითისას, ანკეტაში უთითებთ მიზეს თუ რატომ ითხოვთ ახალ ბარათს. ბარათის ფასი იქნება იგივე 410$ ან შესაბამისი სასამრთლო დადგენილება რომელიც განთავისუფლებთ სახელმწიფო მოსაკრებელისგან. 

თუ თავად ვერ ახერხებთ ამ ანკეტის შევსებას და გიჭირთ ინგლისური, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ პარალეგალებს ან ჩვენ მოგვმართოთ და დაგეხმარებით. როგორც წესი  საფასური ამ ტიპის დოკუმენტის გასაგზავნად არის 50-100$ მაგრამ ზოგიერთი ქართველი პარალეგალი მეტ თანხასაც ითხოვს.