საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

28 ოქტომბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭიროა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში შემდეგი ვებ გვერდის მეშვეობით: https://geoconsul.gov.ge
შეგახსენებთ, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას: თუ იგი დგას საკონსულო აღრიცხვაზე, ან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში.

არჩევნებში მონაწილეობისათვის, ასევე აუცილებელია მოქალაქე ფლობდეს საქართველოს მოქალაქის მოქმედ პირადობის მოწმობას ან პასპორტს.

თქვენი საკონსულო აღრიცხვის სტატუსის შესამოწმებლად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ნიუ იორკში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით newyork.con@mfa.gov.ge, ან შემდეგ ტელეფონის ნომერზე (212) 922-1722 – სამუშაო დღეების განმავლობაში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კოლუმბიის ოლქში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაში, მერილენდში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინაში, ჯორჯიასა და ფლორიდაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ ქალაქ ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში. შესაბამისად, ამ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ ქ. ვაშინგტონში, გახსნილ საარჩევნო უბანზე.

აშშ-ს დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დგებიან ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ქ ნიუ იორკში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

Facebook Comments