ქორწინება

ლეგალიზება და “მწვანე ბარათი” ქორწინებით

“მწვანე ბარათის” მიღება ქორწინებით არის ყველაზე სწრაფი და მოკლე გზა ა.შ.შ.-ს მოქალაქეობამდე, ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ უკვე შეგიძლიათ განაცხადოთ მოქალაქეობის მიღებაზე. ამისთვის, საჭიროა სამოქალაქო წესით ხელი მოაწეროთ ა.შ.შ-ში დაბადებულ ანდა ნატურალიზირებულ მოქალაქესთან. ა.შ.შ-ს კანონის იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ-ში გაწერილია პროცედურები, თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი წარიმართოს. ასევე, ამ კოდექსის თანახმად ა.შ.შ.-ს მოქალაქე მეუღლე სარგებლობს გარკვეული პრივილეგიებით, სხვა საიმიგრაციო კატეგორიის საქმეების განხილვისას, ლოგიკა მარტივია, მეუღლე ითვლება ა.შ.შ-ს მოქალაქის უახლოეს ნათესავად და არ შეიძლება მას დიდი ხნით ალოდინონ სანამ საქმის განხილვა დასრულდება, ამიტომაც, მას შემდეგ რაც გაგზავნით საბუთებს საიმიგრაციო სააგენტოში და ისინი მიიღებენ წარმოებაში, თქვენი “მწვანე ბარათის” პროცესი ნახევარგზაშია უკვე. თავდაპირველად მოგანიჭებენ 2 წლიან დროებით “მწვანე ბარათს”, ხოლო “ინტერვიუს” რომელიც უფრო დაკითხვის ფორმატით მიმდინარეობს წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ გეძლევათ უფლება განაცხადოთ მუდმივ “მწვანე ბარათზე” რომელიც 10 წლიანი ვადით გაიცემა, თუმცა მუდმივი ბარათის მიღების შემდეგ უკვე შესაძლებელია ნატურალიზაციის პროცესისთვის მზადება. 

კეთილსინდისიერი ქორწინება ანუ bona fide marriage

ინტერვიუ ანუ საიმიგრაციო ოფიცერის მიერ მეუღლეების დაკითხვა ქვაკუთხედია იმ პროცესისა რომელიც წამოიწყეთ ან წამოიწყებთ. დაკითხვით ახერხებენ თაღლითური კავშირის გამოვლენას, რადგანაც საიმიგრაციო სააგენტომ კარგად იცის, რამდენია ა.შ.შ.-ს მოქალაქეობის მსურველი და რამდენი ა.შ.შ.-ს მოქალაქეა მზად, ფულის სანაცვლოდ იქორწინოს უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, ან უბრალოდ არალეგალ ემიგრანტზე, რომლისთვისაც ქორწინება არის ერთადერთი შანსი გახდეს ლეგალური პირი ამ ქვეყანაში (რა თქმა უნდა არსებობს საპრეზიდენტო ამნისტია, თუმცა ამნისტია არც ისე ხშირად ხდება). ასე რომ, თუ საიმიგრაციო ოფიცრები მკაცრები და ზედმეტად ინტერესიანები მოგეჩვენებათ, ნუ გაგიკვირდებათ და ნუ შეიცხადებთ, რადგანაც მათ ამის სრული უფლება აქვთ რომელსაც საიმიგრაციო კანონი ანიჭებთ. 

შემდეგი სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა გახლავთ უტყუარი დასტური იმისა, რომ თქვენ არ იმყოფებით თაღლითურ კავშირში: ქვემეორე სია არ გახლავთ სრული, და არც ამ სიაში ჩამოთვლილი უკლებლივ ყველა დოკუმენტის ქონაა სავალდებულო, უფრო სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და სასურველია ამ სიის დიდი ნაწილი გქონდეთ.

  • თქვენი ფოტოები, ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ, სასურველია ქორწინების ფოტოებიც. ამ გზით თანაცხოვრებას დაამტკიცებთ. 
  • საერთო საკრედიტო ამონაწერები ან სადებეტო ბარათების საერთო ანგარიშები.
  • საგადასახადო განაცხადები, რომელიც ორივეს სახელზე, როგორც მეუღლეებზეა შევსებული.
  • ასლები ელექტრონული ან ფიზიკური წერილებისა, რომელიც აღწერს ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიას.
  • სატელეფონო საუბრების ამონაწერი, რომელიც დაამტკიცებს თქვენს ხშირ კონტაქტს ერთმანეთთან.
  • ქირავნობის ხელშეკრულება ორივეს სახელზე, ან იპოთეკა ორთავე მეუღლის სახელზე, რაც დაამტკიცებას თანაცხოვრებას.
  • სასტუმროების ჯავშნისა და ავიაბილეთების ასლები, რომელიც დაამტკიცებს წყვილის ერთობლივ მოგზაურობას. 
  • კომუნალური მომსახურების ამონაწერები, სადაც ორივეს სახელზეა მოსული “ბილი” რითაც მტკიცდება ფინანსური პასუხისმგებლობის გაზიარება. 
  • მანქანის ან სიცოცხლის დაზღვევის ბარათების ასლები,. სადაც ორთავე მეუღლეა ნახსენები.
  • ქონების/საკუთრებით დამადასტურებელი მოწმობის ასლების წარმოდგენა, მაგალითად, საზიაროდ ნაყიდი მანქანის საბუთი იქნება კარგი მტკიცებულება იმისა, რომ წყვილი რეალურად ცხოვრობს ერთად და იზიარებს თანაცხოვრების ყველა ასპექტს.   ​

ახლა კი გადავიდეთ საიმიგრაციო სააგენტოს ფორმებზე და ხარჯებზე, რომელიც მოყვება ქორწინების “მწვანე ბარათის” პროცესის წამოწყებას.

პეტიციის განმცხადებლის ნათესავისთვის ​

  • პასპორტის ასლი
  • უახლესი ფორმა I-94 ამონაბეჭდი
  • სამუშაო უფლების ქონის შემთხვევაში მისი ასლი
  • დაბადების მოწმობის ასლი  (ნათარგმნი & ნოტარიულად დამოწმებული)
  • ქორწინების მოწმობის ასლი
  • თუ მანამდე იყავით ქორწინებაში, მაშინ უნდა წარმოადგინოთ გაყრის მოწმობა
  • 6 ცალი საპასპორტო ფოტო
  • SSN თუ გაქვთ, მისი ნომერი
  • ფორმა G325A ბიოგრაფიული მონაცემები​
  • ფორმა I-485 სტატუსის შეცვლის მოთხოვნა
  • ფორმა I-765 სამუშაო უფლების დოკუმენტის მოთხოვნა 
  • ფორმა I-131 მგზავრობის დოკუმენტი მოთხოვნა
  • ფორმა I-693 სამედიცინო გამოკვლევებისა და აცრების ცნობა (გაითვალისწინეთ, ნებისმიერი ექიმის ცნობა არ გამოგადგებათ, მხოლოდ საიმიგრაციო სააგენტოს საიტზე მითითებული ექიმების სიიდან უნდა მიიღოთ ეს ცნობა) 
  • საიმიგრაციო მოსაკრებელი მწვანე ბარათისთვის 1,250$ ხოლო ოჯახის გაერთიანების ფორმისთვის 535$ ოდენობით პირადი ჩეკი ან მანი-ორდერის ჩეკით. ნაღდი ფული არ იგზავნება. ​

ა.შ.შ-ს მოქალაქისთვის წარსადგენ დოკუმენტთა სია

  • დაბადების მოწმობის ასლი
  • ა.შ.შ-ს პასპორტი ან შტატის აიდი ბარათი მისამართით, რათა დადგინდეს მეუღლის თანაცხოვრება, საერთო მისამართი. 
  • ნატურალიზაციის სერტიფიკატი
  • SSN ნომერი
  • თუ მანამდე იყო ქორწინებაში მაშინ უნდა წარმოადგინოს გაყრის მოწმობა
  • შემოსავლების დაბეგვრის ცნობა. ბოლო სამი ფისკალური წლის  W-2 ან  1099 ფორმები.
  • წერილი სამსახურიდან (სადაც მითითებული უნდა იყოს ნამუშევარი დრო, თანამდებობა და ხელფასი)
  • ბოლო სამი თვის ხელფასის ცნობა/ამონაწერი
  • 2 საპასპორტო ფოტო
  • ფორმა G325A ბიოგრაფიული მონაცემები
  • შევსებული ფორმა I-864
  • შევსებული ფორმა I-130 

იმ შემთხვევაში თუ თანა-სპონსორი გჭირდებათ მაშინ დამატებით შემდეგი დოკუმენტები დაგჭირდებათ.​

  • შემოსავლების დაბეგვრის ცნობა. ბოლო სამი ფისკალური წლის  W-2 ან  1099 ფორმები.
  • წერილი სამსახურიდან (სადაც მითითებული უნდა იყოს ნამუშევარი დრო, თანამდებობა და ხელფასი)
  • ბოლო სამი თვის ხელფასის ცნობა/ამონაწერი
  • ა.შ.შ-ს პასპორტის ასლი ან “მწვანე ბარათის” ასლი. (ორივე მხარე)​
  • შევსებული ფორმა I-864

ის შემთხვევები როდესაც მწვანე ბარათზე შესაძლოა უარი მიიღოთ

  • თუ პოტენციურმა მეუღლემ/მეუღლემ ჩიადინა კრიმინალური დანაშაული და მასზე მძიმე სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის დანაშაული ირიცხება, ასევე დანაშაული რომელიც ეწინააღმდეგება  მორალის პრინციპებს.
  • რისკი იმისა რომ პოტენციურმა მეუღლემ/მეუღლემ შესაძლოა მოითხოვოს სახელმწიფო შემწეობა. იმ შემთხვევაში თუ პეტიციის გამგზავნი აშშ მოქალაქე ვერ ანახებს სათანადო შემოსავლებს, მაშინ საიმიგრაციო სააგენტო ჩათვლის რომ ეს ადამიანი პოტენციურად სახელმწიფო კმაყოფაზე გადავა, რასაც არ დაუშვებს სააგენტო და თქვენ უარს გეტყვიან მწვანე ბარათზე. შემოსავლის მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა საიმიგრაციო პროცესის დასასრულებლად.
  • უარი შეიძლება მიიღოთ სამედიცინო მიზეზით. როდესც საბუთებს აგზავნით ერთ-ერთი ფორმაა საიმიგრაციო სააგენტოს მიერ სერთიფიცირებული ექიმის ფორმა, სადაც იწერება თქვენი ანამნეზი, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც საფრთხეს უქმნის/შეუქმნის სხვა მოქალაქეებს (მაგ: ტუბერკულოზის მწვავე ფორმა 3+ და მეტი, სიფილისი, გონორეა და სხვ.) ან დაგიდგინდათ ნარკოტიკული ნივთიერებისადმი დამოკიდებულება, თქვენს განაცხადს არ განიხილავენ. 

როდესაც ჩამოთვლილ საბუთებს აგზავნით, ასევე შეგიძლიათ გაგზავნოთ მოთხოვნები სამუშაო და მოგზაურების უფლებაზე, რა თქმა უნდა ამ დოკუმენტების გაგზავნა შემდეგაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ როდესც ერთად იგზავნება, მაშინ არ მოგიწევთ დმატებითი თანხების გადახდა თითოეულ დოკუმენტში, რომელიც, როგორც წესი ხდება ცალ-ცალკე გაგზავნილი დოკუმენტებისას. 

როდესაც საიმიგრაციო სააგენტოში გაგზავნით ერთად შეკრულ ყველა დოკუმენტს, 2-3 კვირის ვადაში უნდა მიიღოთ წერილი, სადაც სააგენტო გატყობინებთ რომ თქვენი საბუთები მიიღეს წარმოებაში. 

შეტყობინებაში ასევე იქნება მითითებული Alien Registration Number, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ, რადგანაც ეს თქვენი საქმისთვის მინიჭებული ნომერია და მომავალში გამოგადგებათ, USCIS თანამშრომლებთან და საიტზე განახლების სანახავად. ან ნომერს, შემოკლებით A-Number-ს ეძახიან. 

ბიომეტრული მონაცემების ჩაბარება. მას შემდეგ რაც მიიღებთ პირველ შეტყობინებას, რამდენიმე კვირაში მიიღებთ მეორე შეტყობინებას, სადაც იქნება მითითებული უახლოესი სერვის ცენტრის მისამართი. ამ სერვის ცენტრში გამოუცხადებლობა გააბათილებს თქვენს წამოწყებულ საქმეს და არც მოსაკრებელს დაგიბრუნებენ. სერვის-ცენტრში უნდა გამოცხადდეთ ბიომეტრული მონაცემების ჩასაბარებლად, რაც მოიცავს შემდეგს: სიმაღლე, წონა, ფოტო, თითის ანაბეჭდები, თვალების ფერი და სხვა ანატომიური მახასიათებლები. ეს ინფორმაცია იგზავნება ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში (FBI) სადაც ხდება თქვენი იდენტიფიცირება და იმის დადგენა, ხართ თუ არა ძებნაში ინტერპოლის ცირკულარით, გაქვთ თუ არა კავშირი რაიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან ან ხო არ ჩაგიდენიათ რაიმე სახის დანაშაული. როგორც წესი ეს პროცესი 3-4 კვირა გრძელდება, რის შემდეგ ფედერალური საგამოძიებო ბიურო აგზავნის დასკვნას საიმიგრაციო სააგენტოში.

დამატებითი მტკიცებულებებისა ან დოკუმენტების მოთხოვნა. შესაძლოა USCIS-სმა გამოგიგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი მტკიცებულებების ანდა დოკუმენტების შესახებ, ეს შეტყობინება იქნება დაბეჭდილი ცისფერ ფურცელზე და ყურადღებით გაეცანით მას, რადგანაც უგულებელყოფა გამოიწვევს ტქვენი საქმის განხილვის შეწყვეტას. მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს USCIS-ში არაუგვიანეს 60 დღისა.

ინტერვიუზე დაბარება. მას შემდეგც რაც ფედერალური საგამოძიებო ბიურო გაგზავნის დასკვნას სადაც წერია რომ თქვენ არ გაქვთ ჩადენილი დანაშაული და არ არის მიზეზი რომ შეფერხდეს თქვენი პროცესი, USCIS გიგზავნით ინტერვიუს თარიღს, მისამართს და თუ რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებათ დამატებით მათ სიას. ამ ეტაპზე  USCIS-ის წარმომადგენელი aka საიმიგრაციო ოფიცერი გკიტხავთ დამატებით რამდენიმე კითხვას. ამავდროულად თქვენი თანდასწრებით გადახედავენ თქვენს საბუთებს და თუ ოფიცერს არ აქვს ეჭვი თაღლითურ ქორწინებაზე მაშინ დაგემშვიდობებიან და გამოგიშვებენ USCIS-ის ოფისიდან. თუ ინტერვიუ დადებითად დასრულდება პასპორტში დროებითი მწვანე ბარათის ბეჭედს ჩაგირტყავენ, ან გეტყვიან რომ თქვენი გრინ კარტა რამდენიმე კვირაში მოგივათ ფოსტით, ან გეტუვიან რომ შეგატყობინებთ ჩვენს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების შესატყობინებლად მათ 60 დღე აქვთ. როგორც წესი მწვანე ბარათი მოდის ფოსტით, არაუგვიანეს 90 დღისა.  თუ არ მიიღებთ მწვანე ბარათს, მაშინ უნდა დაუკავშირდეთ USCIS და ისინი გეტყვიან რა მიზეზით არ მიიღეთ ბარათი. თუყ უარი გეთქვათ მწვანე ბარათზე, მაშინ მიიღებთ წერილს სადაც ახსნილი იქნება მიზეზები და გასაჩივრების გზები. 

დროებითი ბარათი. მწვანე ბარათი არის დროებითი და ის გაიცემა 2 წლის ვადით. საიმიგრაციო სააგენტოს ლოგიკით 2 წლის განმავლობაში ქორწინება დაკვირვების ქვეშ არის. 90 დღით ადრე სანამ ამოიწურება დროებითი მწვანე ბარათის მოქმედების ვადა უნდა გაგზავნოთ მუდმივი მწვანე ბარათის მოთხოვნა. გაითვალისწინეთ არაუგვიანეს 90 დღისა და არც ადრე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი ბარათის მოთხოვნისას ორივე მეუღლემ ერთად უნდა მოაწეორს განმეორებით პეტიციას ხელი. ამ პირობების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპორტაციის მექანიზმის ამუშავება, ასე რომ ყურადღებით უნდა იყოთ. 

მოქალაქეობა. მას შემდეგ რაც მიიღებთ მუდმივ მწვანე ბარათს და ტქვენ უკვე იმყოფებით ქორწინებაში 3 წელი ან მეტი, საიმიგრაციო კანონის თანახმად გაქვთ უფლება მოითხოვოთ მოქალაქეობის მინიჭების პროცესის დაწყება. მნიშვენლოვანია რომ უკანასკნელი 3 წელი გქონდეთ გატარებული აშშ ტერიტორიაზე.​ იმისთვის რომ ნატურალიზაციის პროცესი წამოიწყოთ და წარმატებით დაასრულოთ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს: 

  • უნდა იყოთ 18 წლის ან მეტი.
  • ნატურალიზაციის პროცესის მოთხოვნის დროს იმყოფებოდეთ ქორწინებაში აშშ-ს მოქალაქესთან. 
  • უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდეთ თქვენს მეუღლესთან ერთად. 
  • ის ვინც სპონსორობა გაგიწიათ არ უნდა ჰქონდეს მოქალაქეობა შეჩერებული, მინიმუმ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.

მწვანე ბარათის მფლობელი ვერ გააკეთებს დაჩქარებული ნატურალიზაციის პროცესზე განაცხადს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ერთი-ერთი პირობა მაინც არის დარღვეული.

რა თქმა უნდა ეს არ არის მარტივი პროცესი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები, დოკუმენტები და ა.შ. ბარდება ინგლისურ ენაზე, რაც შეიძლება გარკვეული ბარიერი იყოს თქვენთვის, ამიტომაც შეგიძლიათ მარტივად, მიმართოთ იურისტს, რომელიც მოგიგვარებთ ამ საკითხს. იურისტის ანაზღაურება ამ ტიპის საქმეზე მერყეობს 2,000$-დან 6,000-$მდე. ასევე შესაძლებელია პარალეგალის სერვისის გამოყენება, რომელიც გამოადგებათ მათ, ვისაც არ აქვს პრობლემური “ქეისი”, პარალეგალის მომსახურება 650$-დან 1,500$-მდე ჯდება. დამატებითი კითხვებისათვისა და მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით საიტზე მითითებული კონტაქტის ფორმით. რჩევა: სანამ იურისტს ან პარალეგალს გაუფორმებთ მომსახურების ხელშეკრულებას, გირჩევთ გაიკითხოთ და გაიგოთ მისი რეპუტაციისა და საქმიაობის შესასხებ. არც ისე ცოტაა შემთხვევები როდესაც პარალეგალისა ან იურისტის გამო ჩავარდნილა საქმეები. 

იყავით ყურადღებით და გამოიჩინეთ სიფრთხილე! განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პარალეგალი/იურისტი ბრაიტონზე მონახეთ.