ცოტა რამ შობის შესახებ

25 დეკემბერს ქრისტიანების აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ მართლმადიდებლებიც; საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის ეკლესიებიც. საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ.

რატომ აღნიშნავენ შობის დღესასწაულს სხვადასხვა დროს?

XVI საუკუნეში პაპი გრიგოლის კალენდრის შემოღებასთან არის დაკავშირებული. მანამდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო. მაგრამ საუკუნეების და წლების განმავლობაში ასეთ კალენდარში ყოველ 128 წელიწადში ერთხელ 1 დღე-ღამე ცდომილება იყო. ამიტომ 1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი უფრო ზუსტი კალენდრით შეცვალა.

Facebook Comments