ქვეყნის 14 შტატში ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება გადაიდო

ქვეყნის 14 შტატში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება დროებით შეჩერდა, იტყობინება CNN.

ადგილობრივმა მთავრობებმა შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.

კარანტინისა და შეზღუდვების მოხსნის შეჩერების შესახებ განაცხადეს არიზონის, არკანზასის, კალიფორნიის, დელავერის, ფლორიდის, აიდაჰოს, ლუიზიანის, ჩრდილოეთ კაროლინის, ნიუ ჯერზის, ნევადის, ნიუ მექსიკოს, თექსისისა და ვაშინგტონის გუბერნატორებმა.

შტატების ნაწილში შეზღუდვების ნაწილი ხელახლა დააწესეს. მაგალითისთვის, არიზონაში სულ მცირე 30 დღით დაიხურება ბარები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 2,5 მილიონს სცდება. გარდაცვლილია 128 ათასზე მეტი ადამიანი.

წყარო

Facebook Comments