ავღანეთში აფეთქებას ორი ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ავტომობილი ასაფეთქებელი მოწყობილობით ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ააფეთქეს.

ტერაქტს, რომელმაც ორი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, საკუთარ თავზე ორგანიზაცია “თალიბანი” იღებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბერში, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ “თალიბანთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება და შეთანხმება სავსებით რეალურია.

P.S “თალიბანი” ან “თალიბანის მოძრაობა” 1994 წლის ზაფხულში, ყანდაარში ჩამოყალიბდა, ორგანიზაცია 1996-2001 წლებში, თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა

წყარო

Facebook Comments