20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს დედაქალაქში, განვითარებული მოვლენები, ქვეყნის ისტორიაში ე.წ “გავრილოვის ღამედ” შევიდა.

სერგეი გავრილოვი – რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატია, რომელიც საქართველოს მარ­თლმა­დი­დებ­ლური ასამ­ბლე­ის ფარგლებში სტუმრობდა.

სერგეი გავრილოვის შესახებ ქართული ოპოზიცია მუდამ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ის აფხაზეთის ომის დროს ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. გარდა ამისა, სერგეი გავრილოვი ცნობილია იმითაც, რომ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა. 

2019 წლის 21 ივნისს, აქციის დარბევის შემდეგ, გადადგა პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე.[17] 2019 წლის 24 ივნისს, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ ბრიფინგზე გამოვიდა ინიციატივით „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.“

აქციის მეორე დღეს, დილის სამი საათისთვის ძალოსნებმა “ტერიტორიის გასუფთავება” წყლის ჭავლის გამოყენებითაც დაიწყეს, თუმცა მოქალაქეების ნაწილი დაშლას არ აპირებდა, რასაც მორიგი დაპირისპირებები მოჰყვა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს 9 აპრილის ბაღში მისდევდნენ და რეზინის ტყვიებს გამიზნულად ესროდნენ.

Facebook Comments