2019 წლის აპრილში აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი 3.6%-ია

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში 1969 წლის დეკემბრის შემდეგ აშშ-ში უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია.

2019 წლის აპრილში აშშ-ში მოსალოდნელზე 185 000-ზე მეტი, 263 000 ახალი სამუშაო ადგილი ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში შეიქმნა. ბიზნეს სერვისები – 76 000 ახალი სამუშაო ადგილი, მშენებლობა – 33 000, ჯანდაცვა – 27 000, სოციალური დახმარება – 26 000, ფინანსური სექტორი – 12 000.

აშშ-ში საშუალო საათობრივი გამომუშავება 0.2% -ით გაიზარდა. უკვე მე-14 თვეა, რაც აშშ-ში უმუშევრობის დონე 4% ან უფრო ნაკლებია. 1969 წლის დეკემბერში უმუშევრობის მაჩვენებელი 3.5% იყო.


Facebook Comments