3D პრინტერზე დაბეჭდილი ორგანოები

თელ-ავიველმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ მსოფლიოში პირველი, რეალური ქსოვილისა და ვენებისგან შემდგარი გული დაბეჭდეს, რაც ტრანსპლანტაციის პროცესს სრულიად შეცვლის

1555416546თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჟურნალისტებს მსოფლიოში პირველი 3D გული აჩვენეს, რომელიც ადამიანის უჯრედებისა და სისხლძარღვებისგან შედგება. მართალია, წარმოდგენილი მოდელი კურდღლის გულის ზომისაა, თუმცა პროექტზე მომუშავე მკვლევრებს სჯერათ, რომ ერთ დღესაც გადანერგვისთვის გამოსადეგ გულსაც შექმნიან.

 

ნაშრომი ჟურნალ Advanced Science-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ხელმძღვანელის, ტალ დვირის თქმით, “ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როცა მეცნიერებმა ამ ორგანოს რეალური რეპლიკა დაბეჭდეს. 3D პრინტერის გამოყენებით გულის სტრუქტურა აქამდეც გაუმეორებიათ, თუმცა – ადამიანური უჯრედების, სისხლძარღვებისა და პარკუჭების გარეშე”.

დაბეჭდვის პროცესი მოიცავს იმ ცხიმოვანი ქსოვილის ბიოფსიას, რომელიც ჩვენს ორგანოებს გარს აკრავს. მეცნიერები უჯრედებს ქსოვილისგან აცალკევებენ და ღეროვან უჯრედებად აპროგრამებენ, რომელთაც გულის უჯრედებად გარდაქმნა შეუძლიათ. უჯრედების შემაერთებელ არაუჯრედოვანი მატრიცას კი პერსონალიზებულ ჰიდროგელად გარდაქმნიან, რომელიც საბეჭდი მელნის ფუნქციას ასრულებს.

1555418458

უჯრედებისა და ჰიდროგელის გამოყენებით ჯერ სისხლძარღვებით დაქსელილი გულის უბნები იქმნება, მერე კი – მთელი გული.

“ჯერჯერობით ჩვენ მიერ შექმნილი გული მცირეა, თუმცა დიდ გულსაც მსგავსი ტექნოლოგია სჭირდება”, – განაცხადა ტალ დვირმა.

გულსისხლძარღვთა დაავადებები განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 3D ასლის შესაქმნელად პაციენტის უჯრედების გამოყენება ორგანოს უარყოფის შანსს მინიმუმამდე დაიყვანს.

შემდეგი ეტაპი გულის “გაწვრთა” იქნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, უჯრედებმა ტუმბვა უნდა ისწავლონ. მათ შეკუმშვა უკვე შეუძლიათ, თუმცა სისხლის ცირკულაციისათვის მხოლოდ ეს მოძრაობა საკმარისი არაა.

წარმატების შემთხვევაში პროექტზე მომუშავე გუნდი 3D პრინტერით დაბეჭდილ გულს ჯერ ცხოველებს გადაუნერგავს, შემდეგ კი – ადამიანებს.

“შეიძლება ათ წელიწადში ასეთი პრინტერები ყველა საავადმყოფოში ნახოთ, ეს პროცედურა კი სრულიად ჩვეულებრივი რამ გახდეს”, – თქვა დვირმა.

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.