ეკლესიამ 45 ათას ოჯახს სამედიცინო ვალი დაუფარა.

ამერიკაში, ოჰაიოს შტატ ცინცინატიში მდებარე ეკლესიამ 45 ათასზე მეტ ოჯახს სამედიცინო ვალი დაუფარა, მათი ჯამური ღირებულება 46.5 მილიონ აშშ დოლარია.

ეკლესიამ სამედიცინო სესხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ითანამშრომლა შემდგომ კი კენტუკის, ოჰაიოს, ტენესისისა და ინდიანას შტატების მოსახლეობის ვალი დაფარა.

ოჰაიოში 41 233 ოჯახს $42.8 მილიონის სესხი დაუფარეს, კენტუკიში 2 974 ოჯახს $1.9 მილიონის, ტენესიში 503 ოჯახს $1.5 მილიონის, ხოლო ინდიანაში 136 ოჯახს ჯამში 200 000 აშშ დოლარის ღირებულების სესხი გადაუხადეს.

ოჯახებს ყვითელი კონვერტები დაურიგდებათ სადაც წერია: “გილოცავთ, თქვენი ვალი გადახდილია, რადგან ვიღაცას უყვარხართ და არსებობს ღმერთი, რომელსაც არ დავიწყებიხართ.”

წყარო

Facebook Comments