დამოუკიდებლობის დღე – რა, სად და როდის ხდება?

ქალაქ ნიუ იორკის მაცხოვრებლებისთვის:
ფეიერვერკების საყურებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილები იქნება მანჰეტენზე: Water St. Pearl St. St.James Pl. Pike St და Montgomery St. აღნიშნულ ქუჩებზე ადგილის დაკავება საღამოს 6 საათიდან შეგეძლებათ.
ბრუკლინიდან: დამბოს უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან შეძლებთ სანახობით დატკობას. ფეიერვერკების სანახაობა დაიწყება საღამოს 9:20-ზე და სარულდება 9:50-ზე.

მანჰეტენისა და ბრუკლინის რუკები

მანჰეტენზე გადაკეტილი იქნება შემდეგი ჩქაროსნული მაგისტრალები, ქუჩები და ხიდები (ქვეითებისთვისაც კი)

  • ორმხრივად FDR Drive. Battery Park-დან Houston Street-ზე ვერ მოხვდებით, მიწისქვეშაც დაკეტილი იქნება (2 p.m.-1 a.m.)
  • ორმხრივად South Street. Montgomery-დან State streets-მდე გზაც დაიკეტება (2 p.m.-1 a.m.
  • Front Street from Old Slip to Dover Street (2 p.m.-1 a.m.)
  • სრულად Brooklyn Bridge (2 p.m.-1 a.m.)
  • ქვეითების ბილიკი Manhattan Bridge (7 p.m.-10:30 p.m.)
  • ქვეითების ბილიკი Williamsburg Bridge (7 p.m.-10:30 p.m.)

ბრუკლინში გადაკეტილი იქნება შემდეგი ჩქაროსნული მაგისტრალები, ქუჩები და ხიდები (ქვეითებისთვისაც კი)

  • სრულად Brooklyn Bridge (2 p.m.-1 a.m.)
  • სრულად იქნება ჩაკეტილი Brooklyn Heights და Dumbo. NYPD გაფრთხილებთ, რომ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგანაც პარკინგის საშუალება არ იქნება. დამატებითი ინფოს მისაღებად დაუკავშირდით პოლიციის 84-ე განყოფილებას (718) 875-6811ან შეამოწმეთ ვებ-გვერდზე NYC.gov

დედაქალაქში, კოლუმბიის ოლქის მაცხოვრებლებისთვის: საღამოს 6:30-ზე პრეზიდენტი ტრამპი გახსნის ცერემონიას “Salute to America” რომელიც ლინკოლნის მემორიალთან შედგება და მასში სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. ფეიერვერკების სანახაობა დაიწყება საღამოს 9:07 -ზე და დასრულდება 9:42-ზე. ფეიერვერკების სანახაობით დატკბობას შეძლებთ ეროვნული ხეივანიდან (aka National Mall.)

ინტერნეტ-რესურს ‘იმიგრანტის გზამკვლევისა’ და გაზეთ ‘ცნობის ფურცელის’ რედაქცები გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს! გისურვებთ სულიერ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას!

Facebook Comments