მისისიპიში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

მისისიპის შტატის ქალაქ კლინტონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

ქალაქის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად დაიღუპა 6 ბავშვი და 33 წლის დედა.

ტრაგედიას ოჯახის კიდევ ერთი წევრი, მამა გადაურჩა, რომელიც დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო

Facebook Comments