მალე, ამაზონ-პრაიმზე სერიალი 9 წლის ქართველ გოგოზე.

კომპანია ამაზონი, გარდა სავაჭრო სივრცისა მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სერიალებს, რომელსაც პრაიმ მომხარებლებს უფასოდ სთავაზობს. ამჯერად პრაიმის ვიდეოთეკაში მოხვდა სერიალი 9 წლის ქართველ გოგონაზე, რომელიც არის გატაცებული კიკ-ბოქსინგით. მას მამა, გიგა ჭიკაძე ავარჯიშებს რომელიც ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული კიკ-ბოქსიორია და მსოფლიო ჩემპიონი MMA-ში.

გიგა ჭიკაძე ოჯახთან ერთად კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის კლუბ King MMA-ს წევრია. მისი პერსონალური მწვრთნელი, რაფაელ კორდეირო 2016 წელს გამართულ დაჯილოდებაზე წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

იმიგრანტის გზამკვლევის რედაქცია ულოცავს ჭიკაძეებს ამ წარმატებას! 

 

Facebook Comments