აშშ-ში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაადასტურეს

აშშ-ში უცნობი კორონავირუსის მეორე შემთხვევაც დაადასტურეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა რამოდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომელიც სიეტლში სწორედ ჩინეთიდან ჩავიდა.

მეორე შემთხვევა ილინოისის შტატში, ჩიკაგოში დაფიქსირდა, სადაც პაციენტი ასევე ჩინეთიდან ჩაფრინდა, დაავადებული ნენსი მესიონერი ამჟამად სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. აქვე აღსანიშნავია რომ სხვადასხვა შტატებში საეჭვო სიმპტომებით კიდევ 63 ადამიანს აკვირდებიან, თუმცა მათი საბოლოო დიაგნოზი ჯერ უცნობია.

ჩინეთის ხელისუფლება, სადაც ვირუსის ეპიცენტრია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს, სპეციალისტები კი ვაქცინაზე აქტიურად მუშაობენ.

წყარო

Facebook Comments