მერი ბილ დებლასიოს ხელმისაწვდომი დაზღვევა ნიუ იორკელებს

09nyhealthcare1-superJumboქალაქ ნიუ იორკის მერმა ბილ დებლასიომ ბრიფინგზე განაცხადა რომ მერია მზად არის გამოყოს 100 მილიონი დოლარი რათა ქალაქ ნიუ იორკის მაცხოვრებლებს ჰონდეს შესაძლებლობა მიიღონ საჭირო სამედიცინო მომსახურება.

მერმა ბილ დებლასიომ განაცხადა რომ ეს პროექტი ასევე გათვლილი იქნება არალეგალურად მყოფ რეზიდენტებზეც. ამ პროექტის ფარგლებში “უფასო დაზღვევას” მიიღებენ ქალაქ ნიუ იორკის: დაბალ შემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი, ხანდაზმული და არალეგალი იმიგრანტები რეზიდენტები.

ხელმისაწვდომი დაზღვევა იქნება ანალოგი “მედიქეიდისა” რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს ამუშავდა, თუმცა პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით ის შეიძლება ძალიან მალე შეწყდეს.

მერის განცხადებით, 100 მილიონი დოლარი დაემატება ქალაქის ჯანდაცვის ბიუჯეტს, რომელიც გახლავთ 2 მილიარდამდე დოლარი, თუმცა არ კმარა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ჯგუფის დასაფარად. ქალაქ ნიუ იორკს უკვე გააჩნია პროექტი “MetroPlus”  რომელიც უკვე ემსახურება 475,000 სოციალურად დაუცველ ნიუ იორკელს. თუმცა ეს პროექტი მომავალში გამოყენებულ იქნება როგორც შაბლონი და მოცულობა გაიზრდება 600,000 ბენეფიციარამდე.  რომელსაც მოემსახურება ქალაქის მიერ ფინანსირებული 11 საავადმყოფო და ქალაქის სხვადსხვა უბნის 70 პოლიკლინიკა.

თავდაპირველად პროექტი ამოქმედდება ბრონქსში. 20121 წლის ბოლომდე კი ქალაქ ნიუ იორკის ყველა უბანი იქნება დაფარვისა და მომსახურების ზონაში.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.