ქუინსისა და ბრონქსის საბინაო ლატარია

ხედიქალაქ ნიუ იორკის მერიამ გამოაცხადა მორიგი საბინაო ლატარიის დაწყების შესახებ. ამჯერად ბინები თამაშდება ქუინსისა და ბრონქსის ბოროებში (რედ: ბოროუ ეწოდება ქალაქის რაიონს. როგორც იცით, ქალაქი ნიუ იორკი დაყოფილია ხუთ ბოროუდ: ბრონქსი, მანჰეტენი, სთეითენ-აილენდი, ბრუკლინი და ქუინსი)

113 ბინა თამაშდება ახალაშენებულ ბინაში მისამართზე 4519 Rockawaу Beach Boulevard რომელიც მდებარეობს ქუინსის ბოროუში.  113-ვე ბინა აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დაცვით. ბინადრები ისარგებლებენ შემდეგით სიკეთეებით: საბავშვო ოთახი, სამრეცხაო, ველოსიპედისა და ავტომობილების ფარეხი, გამწვანებული პარკითა და სხვენზე მოწყობილი ბაღით. სახლთან გაივლის მეტროს A ხაზი, ავტობუსები QM21 და Q22.
განაცხადის გაგზავნა შეგიძლიათ ონლაინ ან ფოსტით. ქუინსის საბინაო ლატარია სრულდება ა.წ. 17 მაისს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 მაისი. აპლიკაციების მიღება ხდება მისამართზე Beach Green Dunes II / Triborough Finance New Station, PO Box 2010, New York, NY 100З5. ან ონლაინ ამ ლინკზე

სტუდიოს ტიპის ბინის ფასია: 331$
ერთსაძინებლიანი ბინის ფასია 426$
ორსაძინებლიანი ბინის ფასია 521$
სამსაძინებლიანი ბინის ფასი იქნება 594$.

იმისათვის რომ გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა, თქვენი წლიური მინიმალური შემოსავალი უნდა იყოს 13,303$. სახლს აქვს ბინების განაწილების ქვოტირების სისტემა, რაც ნიშნავს რომ შეზღუდული და განსხვავებული შესაძლებლობების პირებისთვის გამოყოფილია ბინების 7%, ქუინსის ბოროუს მაცხოვრებლებისთვის 50%, ხოლო საჯარო მოხელეებისთვის ბინების 5%. პრიორიტეტი მიენიჭება ქალაქ ნიუ იორკის რეზიდენტებს.

223 ბინა თამაშდება ახალაშენებულ ბინაში მისამართზე 1520 Storу Avenue, Soundview  რომელიც მდებარეობს ბრონქსის ბოროუში. ბინადრები ისარგებლებენ შემდეგით სიკეთეებით: საბავშვო ოთახი, სამრეცხაო, ველოსიპედისა და ავტომობილების ფარეხი, შემნახველი საკანი, გამწვანებული პარკითა და სხვენზე მოწყობილი ბაღით, სავარჯიშო დარბაზით (ჯიმით) . სახლთან გაივლის მეტროს N6 ხაზი, ავტობუსი BX5.

სტუდიოს ტიპის ბინის ფასია: 389$
ერთსაძინებლიანი ბინის ფასია 759$
ორსაძინებლიანი ბინის ფასია 1221$

იმისათვის რომ გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა, თქვენი წლიური მინიმალური შემოსავალი უნდა იყოს 15,292$.  სახლს აქვს ბინების განაწილების ქვოტირების სისტემა, რაც ნიშნავს რომ ხანდაზმულ მოქალქეებზე და შეზღუდული/განსხვავებული შესაძლებლობების პირებისთვის გამოყოფილია ბინების 7%, ბრონქსის ბოროუს მაცხოვრებლებისთვის 50%, ხოლო საჯარო მოხელეებისთვის ბინების 5%. პრიორიტეტი მიენიჭება ქალაქ ნიუ იორკის რეზიდენტებს.

განაცხადის გაგზავნა შეგიძლიათ ონლაინ ან ფოსტით. ბრონქსის საბინაო ლატარია სრულდება ა.წ. 13 მაისს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13 მაისი. აპლიკაციების მიღება ხდება მისამართზე STORY AVENUE WEST / Triborough Finance New Station, PO Box 2010, New York, NY 100З5 ან ონლაინ ამ ლინკზე

ძვირფასო მკითხველო!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქალაქ ნიუ იორკის მერიის განსახლების დეპარტამენტს ნომერზე 311. ჩვენი რედაქცია არ ფლობს ამაზე მეტ ინფორმაციას და ვერ დაგეხმარებათ.
შეგიძლიათ მოგვმართოთ განაცხადის შევსება თუ გჭირდებათ. მომსახურების საფასური იქნება 1 აპლიკაცია = 25$
განაცხადის გაგზავნა მხოლოდ ერთი ფორმით შეიძლება (არ შეიძლება გაგზავნოთ ფოსტითაც და ონალინ აპლიკაციით) ავტომატურად დისკვალიფიცირდებით თუ ორივე ფორმით გაგზავნით აპლიკაციას. 

Facebook Comments