ბილ დი’ბლაზიო ნიუ იორკში კრიმინალის ზრდა ადასტურებს

ნიუ იორკი გასულ კვირას ნამდვილ ველური დასავლეთს დაემსგავსა, ნათქვამია CBC New York-ის სტატიაში.

თუ კრიმინალის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, 2019 წელთან შედარებით მატება მართლაც საგანგაშოა.

CBC2-ის წარმომადგენელი, მარსია კრამერი აცხადებს, რომ ნიუ იორკის მერმა ბილ’დი ბლაზიომ ვითარების გამოსწორბის პირობა დადო, რათა ქალაქი ძველ მძიმე დროში არ დაბრუნდეს, რაშიც ცეცხლსასროლი იარაღის ხშირი გამოყენება იგულისხმება.

პოლიციის ინფორმაციით, უკანასკნელ 72 საათში 28 სროლის ფაქტი განხორციელდა, რამაც 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პოლიციის ოფიცრებმა მხოლოდ პარასკევს 8 შემთხვევაში გახსნეს საპასუხო ცეცხლი, შაბათს 18 შემთხვევაში, კვირას კი ორჯერ.

ნიუ იორკის მერი აღიარებს, რომ ჩვეულებრივ, ქალაქისთვის თბილი თვეები მეტი ძალადობის და კრიმინალის მომტანი იქნება, ეს ყველაფერი კი ქალაქში კრიმინალური დაჯგუფებების (“ბანდების”) არსებობას უკავშირდება.

“წლის დასაწყისში ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვქონდა. კორონავირუსული კრიზისის დასაწყისში აღნიშნულ ფაქტებს ყურადღებით ვაკვირდებოდით, ახლა კი რაც ბოლო კვირებში ხდება ძალიან საგანგაშოა.” – განაცხადა, ბილ დი’ ბლაზიომ.

წყარო

Facebook Comments