ამერიკული ავიახაზები საერთაშორისო ფრენებს შემდეგ თვეში განაახლებენ

ავიახაზების ინდუსტრია მსოფლიოს მთავარი ყურადღების საგანია: როდის შესძლებენ ადამიანები კვლავ ფრენას? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად გსურთ გამგზავრება და რომელი ავიაკომპანიის მომსახურებით.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მოგზაურობის ასოციაციამ სახელმძღვანელო პრინციპები გამოაქვეყნა, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება ფრენა ვირუსის დროს და მის შემდეგ, ავიაკომპანიების ნაწილმა დაადასტურა, რომ ფრენებს ამ ზაფხულშივე განაახლებენ, (ზოგიერთი მიმდინარე თვეშიც კი!) თუმცა გათვალისწინებული იქნება დისტანციური წესები, იტყობინება Timeout.

American Airlines

კომპანიამ უკვე გამოაცხადა ამ ზაფხულის საერთაშორისო ფრენების 60%-ზე მეტის შეჩერება, იგულისხმება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანია ასევე შეაჩერებს რამდენიმე ახალი მარშრუტის გაშვებას, რომელიც ფილადელფიიდან და ლოს ანჯელესიდან გახლდათ დაგეგმილი.

განახლებული სავარაუდო მარშრუტები იქნება:

მაიამიდან: ლიმის, გუაიაკილის, სანტიაგოსა და სან პაულუს მიმართულებით,

რამდენიმე კვირაში კი: დალასიდან მადრიდში, (მაისი)

ჩიკაგოდან: დუბლინში, ლონდონში და ათენში (ივნისი).

Delta Airlines

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავიაკომპანიამ შიდა და საერთაშორისო რეისების 85% შეაჩერა.

ავიაკომპანია ანახლებს ფრენებს: ატლანტიდან: სენტ კრუის, სენტ თომასის, სან ხუანის, სან პედრო სულას, სან სალვადორის, მეხიკოს, ამსტერდამის, პარიზის, ლიმას, სან ხოსეს, გვატემალას, ბუენოს აირესის, კანკუნის, ლიბერიის, ნასაუს, პროვიდენსიალესის, კიტოს, სანტიაგოსა და სან პაულუს მიმართულებით.

დეტროიტიდან: ამსტერდამის, მონრეალის, ოტავას, ტორონტოს, სეულისა და ტოკიოს მიმართულებით

მინეაპოლისიდან: კალგარის, ედმონტონისა და უინიპეგის მიმართულებით

ნიუ იორკიდან: ტორონტოს, სანტო დომინგოს და სანტიაგოს მიმართულებით

სოლთ ლეიქ სითიდან: მეხიკოს მიმართულებით

სიეტლიდან: ვანკუვერის, სეულის და ტოკიოს მიმართულებით

ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში განმარტავენ, რომ ყოველდღე აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს და იმედს გამოთქვამენ ახალ მარშრუტებზე უახლოეს მომავალში.

Southwest Airlines

7 ივნისიდან, ავიაკომპანია – Southwest Airlines, ფრენებს დაიწყებს: ბალტიმორიდან კანკუნის, მონტეგო ბეის და ნასაუს მიმართულებით.

დენვერიდან და ჰიუსტონიდან: კანკუნისა და ლოს კაბოს მიმართულებით

ორლანდოდან: მონტეგო ბეის მიმართულებით

ტამპადან: ჰავანის მიმართულებით

United Airlines

პანდემიის დროს, ავიაკომპანიამ განაგრძო ფრენები ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, თუმცა რასაკვირველია შემცირებული სიმძლავრით. უკვე დადასტურდა, რომ ივნისში დაგეგმილია სხვა მარშრუტების გახსნაც:

ნიუარკიდან: პარიზის, შანხაისა და ტოკიოს მიმართულებით

სან ფრანცისკოდან: პეკინის, ჩენდგუსა და შანხაის მიმართულებით

რედაქციისგან: ჯერ ჯერობით არანაირი ცნობები არ არის, თუ როდის განახლდება ფრენები ფედერალური მასშტაბით

წყარო

Facebook Comments