ალაბამაში აბორტის გამო ექიმს 99 წლით დააპატიმრებენ

მონთგომერიში ჩატარებული სენატის კენჭისყრის შედეგი ასე გამოიყურება მომხრე – 25, მოწინააღმდეგე – 6, რესპუბლიკურმა პარტიამ არქაულ კანონს დაუჭირა მხარი, რომელიც ადგილობრივი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სამრევლო ჯგუფის მიერ იყო შეტანილი ალაბამას სენატში.

ალაბამას შტატის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აიკრძალოს აბორტები ალაბამას შტატის ტერიტორიაზე. გამონაკლისი შემთხვევა იქნება როდესაც აბორტი საჭიროა დედის ჯანმრთელობის სიმძიმიდან გამომდინარე.

გაუპატიურების, ინცესტის ან სხვა ტიპის ძალადობრივი მსხვერპლი ვეღარ შეძლებს მიმართოს აბორტს და მოიცილოს არასასურველი ნაყოფი. ექიმი რომელიც ჩაატარებს აბორტის ოპერაციას დაისჯება 99 წლიანი პატიმრობით. უფლედამცველები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ ალაბამას სენატორებისგან, რომ კანონში შევიდეს ცვლილება და გაუპატიურების ან სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს ჰქონდეთ უფლება გაიკეთონ აბორტის ოპერაცია, რადგანაც ნაძალადევი და უძულებითი დაფეხმძიმება ქალთა უფლებების დარღვევაა.

ალაბამა, შეერთებული შტატების ერთ ერთი ყველაზე კონსერვატიული შტატია. აბორტის აკრძალვა ძალაში შევა 6 თვის შემდეგ, თუმცა დემოკრატები და ადამიანის უფლებადამცველები უკვე აანონსებენ რომ შტატს უჩივლებენ ფედერალურ უზენაეს სასამართლოში, რადგანაც ეს კანონი არაკონსტიტუციურია. ალაბამას შტატმა აბორტის ლეგალიზების კანონი ზუსტად 50 წლის წინ მიიღო, დღეს კი ის ისევ აკრძალა. ზოგიერთ შტატში, როგორიც არის ქენთაქი, მისისიპი, ოჰაიო და ჯორჯია, აბორტის ოპერაციის ჩატარება აკრძალულია იმ მომენტიდან როდესაც ნაყოფის გულისცემა დაფიქსირდება, თუმცა ალაბამა უფრო შორს წავიდა.

სხვადსხვა უფლებადაცმველები მოუწოდებენ სენატორებს რომ აბორტის აკრძალვასთან ერთად აუცილებელია მიიღონ ისეთი რეგულაციები, რომლებიც მშობლებს/მარტოხელა დედებს დაეხმარება ფინანსურად და მათ გვერდში დაუდგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აკრძალვა გამოიწვევს შტატის დაცლას ხალხისგან, რადგანაც ადამიანები გადავლენ იქ, სადაც მეტად ჰუმანურია კანონმდებლობა. ასევე, გათვალონ ბიუჯეტის სახსრები, რადგანაც სახელმწიფოს დააწვება ამ ბავშვებისა და მშობლების/მარტოხელა დედების გამოკვებისა და შენახვის ხარჯები, რადგანაც ხშირად ადამიანები იმის გამო მიდიან აბორტის ოპერაციაზე, რადგანაც მათ არ გააჩნიათ დამატებითი ბავშვის შენახვის საშუალება. ასევე, გაიზრდება მიტოვებული ჩვილი ბავშვებისა და უსახლკაროთა რიცხვიც.

წყარო

Facebook Comments