აშშ-ში ონკოლოგიური დაავადებები რეკორდულად კლებულობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი რეკორდული ტემპით კლებულობს, ინფორმაციას American Cancer Society ადასტურებს.

წყაროს ინფორმაციით, ისეთი ვერაგული დაავადებით სიკვდიალიანობა, რომელიც კიბოა, ამერიკაში ბოლო 26 წელიწადია შეუჩერებლად კლებულობს, თუმცა 2016-2017 წლებში აღნიშნული ვარდნა მხოლოდ 2,2% გახლდათ.

ამერიკელი ონკოლოგები აკონკრეტებენ, რომ ყველაზე კლებადი მაჩვენებელი ფილტვის კიბოს აქვს, რაც მედიცინის და თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარების დამსახურებაცაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილი მოწევასაც წყვეტს.

1990 წლიდან შეერთებულ შტატებში ფილტვის კიბოთი დაავადება მამაკაცებში 51%-მდე შემცირდა, ხოლო ქალებში 2002 წლიდან 26%-მდე.

მიუხედავად ამ კარგი სტატისტიკისა, ონკოლოგიურ დაავადებებს შეერთებული შტატების უამრავი მოქალაქე ეწირება, მხოლოდ გასულ წელს დაავადებამ 135 ათასი ამერიკელი შეიწირა.

წყარო

Facebook Comments