NY სენატი განიხილავს ნატურალური ბეწვეულის აკრძალვის კანონპროექტს

maxresdefaultშესაძლოა ნიუ იორკმა მიბაძოს კალიფორნიის შტატს და შტატის ტერიტორიაზე აიკრძალოს ბეწვეულის ყიდვა-გაყიდვა, თუმცა ხმარება ლეგალური დარჩება.

ცხოველთა უფლებების აქტივისტების მუშაობის შედეგად შტატ ნიუ იორკის სენატმა წარმოებაში მიიღო კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს  მთელი შტატის ტერიტორიაზე იმ ტანსაცმელის ყიდვა-გაყიდვას. რომელიც დამზადებულია ცხოველთა ბეწვეულის გამოყენებით.

აქტივისტების განცხადებით: ცხოველთა დახოცვა მხოლოდ იმის გამო რომ ჩაიცვა მისი ბეწვისგან დამზადებული ქურქი არის არადამიანური და არაცივილიზებული, რადგანაც 21-ე საუკუნეში ტექნოლოგია იმდენად არის განვითარებული, რომ ცხოველების ხოცვა ბეწვისა და სითბოს გამო აღარ გვჭირდება. თუ იყენებ ბეწვის ქურქს სილამაზისა და სტატუსის ხაზგასასმელად, ე.ი. მენტალურ-სოციალური პრობლემები გაქვს და გჭირდება დახმარება – განაცხადეს “მწვანე აქტივისტებმა”.

აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ნიუ იორკის შტატის ტერიტორიაზე დაიხურება 130 ბეწვისა და ტყავის საამქრო, რომელიც ასაქმებს 1100 ადამიანს. აკრძალვა და შეზღუდვა ასევე შეეხება იმ მაღაზიებს, რომლებიც ყიდიან ბეწვეულსა და ტყავის ნაწარმს. აკრძალვა ასევე შეეხება კანადური წარმოების ბეწვეულსაც, რომელიც ცხოველთა დამცველების თქმით კოიოტებს, კურდღლებსა და მელიებს  ცოცხლად ატყავებენ რათ მიიღონ ქუდი, ქურქის “ლამაზი” საყელო ან მთლიანად ქურქი.

აქტივისტებს აქვთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მათი ზეწოლის შედეგად ბევრმა მოდის სახლმა უარი თქვა კოლექციებში ბეწვეულისა და ტყავის ნაწარმზე. ასეთი მოდის სახლებია Coach, Gucci, Armani, Stella McCartneу, Ralph Lauren, Versace, Burberrу, Coach Diane Furstenberg და DKNY – ეს მოდის სახლები აღარ იყენებენ ცხოველურ ნაწარმს.

წყარო

Facebook Comments