ენტონი ფაუჩი: “ქვეყანაში კარანტინი აღარ გამოცხადდება”

ქვეყნის მთავარი ვირუსოლოგი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კარანტინი აღარ გამოცხადდება.

აღნიშნულ ფაქტს ენტონი ფაუჩის პრესასთან ინტერვიუში გამოეხმაურა.

“არა მგონია, რომ კარანტინის რეჟიმში დავბრუნდეთ. ჩვენ შევეცდებით, უკეთ გავაკონტროლოთ ქვეყნის ის ნაწილი, სადაც ვირუსი ხელახლა გავრცელდება“, – განაცხადა ფაუჩიმ.

შეერთებული შტატების მთავარი ვირუსოლოგი ამბობს, რომ კარანტინისა და შეზღუდვების მოხსნა ადგილზე არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომაროებაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

მისივე თქმით, ვაქცინაზე მუშაობა კარგად მიმდინარეობს და მას იმედი აქვს, რომ ვაქცინა უახლოეს ხანში მზად იქნება.

წყარო

Facebook Comments