სააპელაციო მოსაკრებელის ცვლილება

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისა და იუსტიციის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის თანახმად, სააპელაციო მოსაკრებელის გაზრდა იგეგმება. იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით მოსაკრებელის მატება უკავშირდება ინფლაციას.

ამჟამად სააპელაციო მოსაკრებელი 110$ შეადგენს, თუმცა ახალი რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ საიმიგრაციო სასამართლოში აპელაციის მოსაკრებელი 975$ იქნება, ხოლო საიმიგრაციო საქმეების განხილვის საბჭოში მოსაკრებელი 895$. არ შეიცვლება გადასახადის არიდების მოთხოვნის შესაძლებლობა. ზემოთ ხსენებული მოსაკრებელი ბოლოს 1986 წელს შეიცვალა. რეგულაცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც საჯარო განხილვის 60 დღიანი ვადა ამოიწურება.

გარდა მოსაკრებელის მატებისა, იგეგმება საიმიგრაციო მოსამართლეებისთვის ქვოტების დაწესება. ანუ, დადგინდება საქმეების ოდენობა რაც მოსამართლემ სავალდებულო წესით უნდა განიხილოს ყოველწლიურად. ამ ქვოტის შესრულებით შეფასდება მოსამართლეების საქმიანობა და შესაბამისი ანაზღაურება.

მოსამართლეები რომლებიც დიდ დროს დაუთმობენ საქმეების განხილვას ჩამოაცილებენ საქმეს. მსგავსი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა 2018 წლის აგვისტოში. საიმიგრაციო მოსამართლემ, სთივენ მორლიმ არასრულწლოვანის საქმის განხილვისას დამატებითი დრო მოითხოვა, რათა ყველა სასამართლო პროცედურა დაცული ყოფილიყო, საპასუხოდ კი ის საქმეს ჩამოაცილეს და საქმეს ახალი მოსამართლე მიუჩინეს, რომელმაც უმოკლეს დროში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და არასრულწლოვანი გააძევეს ქვეყნიდან.

საიმიგრაციო საქმეებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მოსაკრებელის მატება გამოიწვევს საქმეების ხელოვნურ შემცირებას, რადგანაც მიგრანტთა უმრავლესობას არ ექნება შესაძლებლობა გადაიხადოს გასაჩივრების მოსაკრებელი. 2018 წლის საანგარიშო წლის მონაცემებით სულ 30,000 საქმე გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში.

წყარო

Facebook Comments