კორონავირუსის კატასტროფის შემამსუბუქებელი დახმარება იმიგრანტებისთვის

კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით, კალიფორნია ერთჯერადი დაფინანსებით უზრუნველყოფს კატასტროფის შემამსუბუქებელ დახმარებას.

დახმარების გაწევა ეხებათ, უსაბუთო იმიგრანტებს (ე.წ არალეგალებს) ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც დახმარების სხვა პროგრამა/ფორმები არ ეხებათ, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიის ჟამს საიმიგრაციო სტატუსის გამო უმუშევარნი დარჩნენ.

როგორც მოსალოდნელია, აღნიშნულ სახელმწიფო დაფინანსებას 150 000-მდე უსაბუთო იმიგრანტი (ე.წ არალეგალი) მიიღებს.

კალიფორნიის სოციალური მომსახურების დეპარტამენტმა 12 არაკომერციული ორგანიზაცია შეარჩია, რომლებიც იმიგრანტებს დაეხმარებიან განაცხადის შევსებაში (დახმარება დაუყონებლივ აღმოუჩნდებათ თუ ისინი თავიანთ რეგიონში სტიქიური უბედურების მსხვერპლნი გახდებიან)

უსაბუთო იმიგრანტი (ე.წ არალეგალი) დახმარების სახით მიიღებს 500$ , ხოლო მაქსიმალური კომპენსაცია ერთ სულ ოჯახზე – 1000$-ია.

არაკომერციული ორგანიზაციები ინდივიდებს 18 მაისამდე არ დაეხმარება (პირები არ უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზაციებს წინასწარ).

წყარო

Facebook Comments