დააკავეს თაღლითი, რომელმაც მოატყუა 40-მდე ემიგრანტი და საქმის მოგვარებაში 8,000$ სძალავდა

Fraudხუან სადილო თაღლითური გზით სძალავდა ემიგრანტებს ფულს და ჰპირდებოდა მათ საემიგრაციო პროცედურაში დახმარებასა და საბუთების მოწესრიგებას.  ამ თაღლითურ სქემაში გაება  40-მდე ოჯახი, რომელიც ცდილობდა U-ვიზის მოპოვებას და ამისთვის დახმარებისთვის მიმართა ხუან სადილოს. დაზარალებული ემიგრანტები ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან არიან, თუმცა როგორც იონკერსის მერი მაიქ სპანომ განაცხადა ბრიფინგზე, დაზარალებულთა შორის აღმოსავლეთ ევროპელებიც არიან.

U-ვიზა საკმაოდ პოპულარული იყო გასულ წლებში და მას ანიჭებდნენ ნებისმიერ ადამიანს ვინც კი განაცხადებდა რომ ჰქონდა განსაკუთრებული ინფორმაცია და სამხილები ნარკო-კარტელებისა და მაფიის წინააღმდეგ. ამ ვიზის მიღების შემდეგ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელი იყო რეზიდენტის ბარათის (იგივე გრინქარდი) მიღებაც და შემდგომ ნატურალიზაციაც, თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გახშირდა უარი ამ ტიპის ვიზაზე და განსაკუთრებული მოწმის სტატუსის გაცემაზე დრო გაიზარდა 0-3 თვიდან 94+ თვემდე.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასეთი პოლიტიკის გამო საიმიგრაციო სააგენტოს თაროებზე დევს 208,813 საქმე, რომლის ბედიც გაურკვეველია.

მიუხედავად განსაკუთრებული მოწმის სტატუსის მინიჭების პროცედურის გაჭიანურებისა, “განსაკუთრებულ მოწმეებს” მაინც იბარებენ სასამართლოებზე კარტელებისა და მაფიის წინააღმდეგ ჩვენების მნისაცემად, თუმცა საიმიგრაციო პოლიცია ამ პირებს სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ აკავებს. ბოლო წლებში სასამრთლო დარბაზიდან გამოსული პირების დაკავების მაჩვენებელი 1700%-ით არის გაზრდილი, რაც მანიშებელია სააგენტოს მუშაობის სტილისა და სააგენტოს ზოგადი პოლიტიკის. სწორედ ამ პრობლემების გამო, “განსაკუთრებული მოწმის” სტატუსის მისაღებად თითქმის აღარავინ მიმართავს სააგენტოს.

სააგენტოს ამ პოლიტიკით ისარგებლა ხუან სადილომ და უბრალოდ ფორმის შევსებაში ითხოვდა 8,000 დოლარს. ფორმის გაგზავნის შემდეგ პასუხის მოლოდინის პერიოდი 11-12 წელი გახლავთ და სადილოს სწორედ ამის იმედი ჰქონდა, რომ მისი “კლიენტები” კარგა ხანს ვერ მიიღებდნენ პასუხს, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გამოსული მოწმეების აყვანის გახშირებულმა ფაქტებმა ნათელი მოჰფინა და თაღლითურ სქემას. დაზარალებულმა მიგრანტებმა და მათმა ოჯახის წევრებმა მიმართეს სხვადსხვა საქველმოქმედო იურიდიულ ორგანიზაციებს, ხოლო ორგანიზაციებმა პოლიციას.

როგორც იონკერსის მერმა მაიქ სპანომ განაცხადა “ბატონმა სადილომ მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში 300,000$ სარგებელი ნახა. მომსახურების საფასურის 8,000-ის გარდა ის ასევე სძალავდა ფულს ფორმის განხილვის პროცედურის დასაჩქარებულად. გთხოვთ, თუ ვინმეს გაგაჩნიათ რაიმე ინფორმაცია ბატონ სადილოს საქმიანობის შესახებ, მოგვმართოთ ჩვენ, იონკერსის მერიას და თქვენი 100% იქნებით დაცული საიმიგრაციო პოლიციისგან.”

ეს არ არის პირველი თაღლითური შემთხვევა როდესაც იურისტები ან ფსევდო-იურისტები, რომლებსაც არ აქვთ ლიცენზია ან მუშაობის უფლება როგორც იურისტებს ან პარალეგალებს ხლართავენ მსგავ სქემას და ზარალდებიან ადამიანიები და ხშირად მათი საქმის გაბათილებითა და დეპორტით სრულდება.

შეგახსენებთ სულ ბოლო ფაქტს, როდესაც ქუინსში დააკავეს ფსევდო-იურისტი ანდრეა დიმიტრუ, რომელიც აპლიკაციებს ავსებდა და უგონებდა ემიგრანტებს მათი დევნისა და ჩაგვრის დამაჯერებელ ისტორიებს. საბოლოო ჯამში ანდრეას ყველა საქმე გაბათილდა ან ხელახლა დაიწყო გამოძიება და ინტერვიუებზე თავიდან დაიბარეს აპლიკანტები.  ანდრეას სასამართლო ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა სახელმწიფო მბრალდებელი ითხოვს თავისუფლების აღკვეთას 20 წლის ვადით.

 

Facebook Comments