ალაბამაში და ლუიზიანაში ტორნადოს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ამინდის ეროვნული სამსახური ადასტურებს, რომ 18 მილიონზე მეტი ადამიანი – არკანზასის, ლუიზიანას, თექსისის და ოკლაჰომას შტატებში დიდი რისკის ზონებში იმყოფება.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში ტორნადოს და ძლიერ ქარს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იტყობინება, AFP.

ძლიერმა ქარმა გამოიწვია სახლების ნგრევა, ავტომობილების გადაყირავება და ელექტროენერგიის გათიშვა. ტორნადოს ასევე ელოდებიან ქვეყნის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთშიც.

ლუიზიანას შტატში ორი ადამიანი, რომლებიც საცხოვრებელ კონტეინერში იმყოფებოდნენ, ძლიერი ქარის დროს ადგილზე დაიღუპნენ.

თექსისის შტატში პოლიციელს და მეხანძრეს ავტომობილი შეეჯახა, რომელიც მოყინული მაგისტრალიდან მოცურდა. ალაბამას შტატში კი კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა.

წყარო

Facebook Comments