ტრაგედია ელ-პასოში და დეითონში

პირველი შემთხვევა მოხდა თექსის შტატში, ქალაქ ელ-პასოში. ახალგაზრდა მამაკაცმა სუპერმარკეტების ქსელ ვოლმარტში ცეცხლი გაუხსნა მომხმარებლებს. იმ დროისათვის ვოლმარტში3,000-მდე მომხმარებელი იმყოფებოდა, სროლის შედეგად 20 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 26 დაიჭრა.

მეორე შემთხვევა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეითონ-ის ერთ-ერთი ბარის სიახლოვეს 24 წლის ქონორ ბეთსიმ გახსნა ცეცხლი, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის ძალისხმევით ბეთსი ლიკვიდირდა რამდენიმე წუთში.

ფედერალური ხელისუფლება მხოლოდ პირველი შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. FBI-ის მონაცემებით, ელ-პასოს თავდამსხმელი 21 წლის პატრიქ ქრუზიუსი, რომელიც ულტრა-მემარჯვენე გახლავთ, მან რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა მანიფესტი სადაც ის ხოტბას ასხავდა ახალი ზელანდიის ტერორისტული აქტის ჩამდენს.(2019 წლის 15 მარტი, ახალი ზელანდიის ერთ-ერთ მეჩეთში თავდამსხმელმა 50 ადამიანი ჩაცხრილა) ამავე მანიფესტში ის აღნიშნავს რომ თექსისი და ზოგადად ა.შ.შ “აივსო” იმიგრანტებით და დროა გაიწმინდოს ქვეყანა.

რამდენიმე დღით ადრე თავდასხმა მოხდა კალიფორნიის შტატშიც, სადაც გასტრონომიულ ფესტივალზე თავდამსხმელმა 4 ადამიანი მოკლა ხოლო 12 დაჭრა.

წყარო

რედაქციისგან: მიმდინარე წლის განმავლობაში, აშშ-ში 253 თავდასხმა მოხდა, საიდაც: 1032 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 281 გარდაიცვალა. აქედან 2 სკოლაში და ერთიც სამლოცველო სახლში მოხდა.

Facebook Comments