შესაძლოა ნიუ იორკში იშვიათი ასტრონომიური მოვლენა – ჩრდილოეთის ციალი ვიხილოთ

eandb3კოსმოსური ამინდის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით ხვალ 23 მარტს, დღის განმავლობაში და შუაღამემდე შესაძლოა დავაკვირდეთ ჩრდილოეთის ციალს, რომელიც, როგორც წესი მხოლოდ პოლარულ სარტყელშია ხილვადი.

იმის გამო, რომ მზეზე გეომაგნიტური შტორმი მძვინვარებს ციალის ნახვა შესაძლებელი იქნება პოლარული სარტყელიდან სამხრეთით ისეთ სიშორეზე როგორც ნიუ იორკისა და ჩიკაგოს შტატებია. ასევე, დიდი ბრიტანეთის უკიდურესად ჩრდილოეთ ნაწილებშიც იქნება შესაძლებელი ამ მოვლენის დაკვირვება.

ცოტა რამ ჩრდილოეთის ციალის შესახებ: 

დედამიწა კოსმოსიდან მუდმივად იბომბება ნამსხვრევებით, რადიაციითა და სხვა მაგნიტური ტალღებით, რომელიც ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის მომავალს საფრთხეში აყენებს. პლანეტის მაგნიტური ველი უმეტესწილად არაჩვეულებრივად ასრულებს თავის მოვალეობას და გვარიდებს ამ პოტენციურად მავნე სხივებსა და ნაწილაკებს, მათ შორის მზიდან წამოსულებს.

მზიდან გამოტყორცნილი ნაწილაკები დედამიწამდე მოსაღწევად 150 მილიონ კმ-ს გადიან, რის შემდეგაც თავს იყრიან მაგნიტურ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან. დედამიწის მაგნიტურ ფარში შეჭრისას ისინი ეჯახებიან ჟანგბადის, აზოტის, წყალბადისა და სხვა ელემენტების ატომებსა და მოლეკულებს, რის შედეგადაც ცაზე მიიღება აღმაფრთოვანებელი სანახაობა.

დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ ციალს ეწოდება Aurora Borealis, ხოლო სამხრეთში, ანტარქტიკულ ცაზე აბრდღვიალებულს – Aurora Australis.

რა წარმოქმნის ფერებს?

merlin_135533103_d7801f66-c45f-469b-9ddf-f5d51ee0db2e-articleLargeპოლარული ციალის ფერები უმეტესად ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი, იისფერი და ხანდახან ფორთოხლისფერი და თეთრია. მზის დამუხტული ნაწილაკების ჟანგბადთან შეჯახებისას წარმოიქმნება ყვითელი და მწვანე ფერი, აზოტთან კი – წითელი, ვარდისფერი და იშვიათად ლურჯი.

ციალის შეფერილობაზე გავლენას ახდენს შეჯახების ტიპიც: ატომური აზოტი წარმოშობს ლურჯს ფერს, მოლეკულური აზოტი კი – მეწამულს. თავის როლს თამაშობს სიმაღლეც. მწვანე ციალი 240 კმ სიმაღლემდე წარმოიქმნება, წითელი კი 240 კმ-ის ზემოთ. ლურჯი ფერი 100 კმ სიმაღლემდეა, მეწამული და იისფერი – 100 კმ-ის მაღლა.

პოლარულ ციალს შეიძლება უძრავი ზოლების ფორმა ჰქონდეს, ხოლო მზეზე აქტიური ამოფრქვევების დროს ფერსა და ფორმას იცვლიდეს.

სად შეიძლება ციალის ნახვა

ჩრდილოეთის ციალის სანახავად საუკეთესო ადგილებია ალასკა და ჩრდილო კანადა, თუმცა აქ მოხვედრა ყოველთვის ადვილი არაა. შესანიშნავი რეგიონებია ასევე ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი. მზეზე აქტიური ამოფრქვევების დროს პოლარული ციალი შეიძლება უფრო ფართოდაც გავრცელდეს და მოედოს შოტლანდიას და ჩრდილო ინგლისსაც კი.

იშვიათ შემთხვევებში ნათება უფრო შორეულ სამხრეთშიც შეუნიშნავთ. პირველად მსგავსი რამ ევროპელმა მოსახლეებმა აღწერეს 1791 წელს ახალ ინგლისში (აშშ). 1891 წელს გამოქვეყნებულ „ახალი ინგლისის ისტორიულ ქარიშხლებში” სიდნი პერლი წერდა: „1719 წლის 15 მაისი, აქ დაფიქსირდა ყველაზე ლამაზი და გასაოცარი ჩრდილოეთის ციალი, ვიდრე ამას რომელიმე პერიოდის ჩანაწერი ან ტრადიცია აღწერდეს, და როგორც ამბობენ, ინგლისში პირველად სამი წლის წინ შენიშნეს. იმავე წლის დეკემბერში ავრორა ისევ გამოჩნდა, რამაც ხალხი დიდად ააფორიაქა, მას არა განადგურების, არამედ იმ ცეცხლის მომასწავებლად თვლიდნენ, რომელიც განკითხვის დღესა და მოახლოებულ საფრთხეებს წინ უსწრებს.”

როდის შეიძლება ციალის ნახვა

Northern lights aurora borealis.jpg_37824128_ver1.0_1280_720ჩრდილოეთის ციალი ყოველ სეზონზე ჩანს, თუმცა, როგორც წესი, ზამთარი საუკეთესო დროა, სინათლით დაბინძურების დაბალი დონისა და სუფთა, გამჭვირვალე ჰაერის გამო. გამორჩეული პერიოდებია სექტემბერი, ოქტომბერი, მარტი და აპრილი. მზის ლაქების აქტივობის მაქსიმუმიდან ორი დღის განმავლობაში ციალი უფრო აქტიური, ნათელი და კაშკაშაა. ზოგი სააგენტო, როგორიცაა ნასა და ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია, აკვირდება მზის აქტივობას და ინფორმაციას აქვეყნებს ავრორას გამოჩენაზე, როცა მოსალოდნელია განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობები.

წყარო 1  წყარო 2 

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.