მექრთამეობის ბრალდება წაუყენეს 3 პირს – ქონი აილენდი

ქონი აილენდის უბანში კოოპერატიული საბინაო ამხანაგობის, ბინის განაწილების გამგეობის 3 პირს წაუყენეს ქრთამის აღების ბრალდება. როგორც ოლქის პროკურორის განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულები არიან: 71 წლის ანა ტრეიბიჩი, 66 წლის ირინა ზელცერი და 38 წლის კარინა ადრიანი რომლებსაც ევალებოდათ, ქალაქ ნიუ იორკის მერიის პროგრამის – ხელმისაწვდომი ბინების განაწილება ხელმოკლე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.

საუბარია ქონი აილენდის Luna Park Corp. შენობაზე, რომელიც პირდაპირ ატლანტიკის ოკეანის სანაპიროსთან მდებარეობს და მასზე დიდი მოთხოვნაა მყიდველების მხრიდან. ხელმისაწვდომი ბინის მოლოდინის სიაში რამდენიმე ათასი ადამიანია, თუმცა სამმა ქალმა შეძლო და კანონს გვერდი აუარა და ამაში ქრთამის სახით 850,000$ აიღო

გარდა ქრთამის აღებისა, პროკურატურამ ქალებს ბრალი ასევე ოფიციალური საბუთების გაყალბებაშიც დასდო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს სამი ადამიანი აპლიკანტების საბუთებს აყალბებდნენ ბინის ურიგოდ დაკავების მიზნით. აყალბებდნენ: შემოსავლის ამონაწერებს, დაბადების, ქორწინებისა და ჯანმრთელობის მოწმობებს.

2013-2019 წლებში ბრალდებულთა დახმარებით 5 მილიონი $ ღირებულების 18 ბინა გასხვისდა, რიგის უგულვებელყოფითა და დოკუმენტაციის გაყალბებით. მათი სქემა მარტივი გახლავთ. ქალბატონები ზელცერი და ტრეიბიჩი დირექტორთა საბჭოს წევრები იყვნენ, ხოლო ქალბატონი ადრიანი განაგებდა ბინის მომლოდინეთა სიებს. ქრთამის ოდენობა სხვადასხვა იყო, ისინი იღებდნენ 10,000-120,000$, ქრთამის ოდენობა ბინის ზომისა და გასაყალბებელი მოწმობებიდან გამომდინარეობდა.

იმ შემთხვევაში, თუ მათ დაუმტკიცდებათ ბრალეულობა, სამივეს 5-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.