ტრამპი კონგრესს სთავაზობს “მწვანე ბარათის” გაუქმებას და Build America ვიზებით ჩანაცვლებას – რას ნიშნავს ეს?

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდს მზად აქვს ახალი ტიპის ვიზის სქემა, რომელიც კონგრესში კენჭიყრის შემთხვევაში შეიძლება ძალაში შევიდეს.

ამ ახალი საიმიგრაციო სტრატეგიის მიხედვით, გაუქმდება “მწვანე ბარათის” გათამაშება და მის ნაცვლად, გაიცემა ახალი ტიპის ვიზა, რომელსაც Build America Visa ერქმევა.

“ჩვენ მივესალმებით მიგრანტებსა და ვაფასებთ მათ, მაგრამ მათი უმრავლესობა უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენთვის საჭირო სტანდარტებსა და მოთხოვნებს, პრიორეტიტული იქნებიან ის აპლიკანტები, რომლებიც სახელმწიფოსგან შემწეობასა და სხვადსხვა ტიპის დახმარებას არ მოითხოვენ” – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

პრეზიდენტის სტრატეგიაში ასევე ლაპარაკია ყველანაირი თავშესაფრის გაუქმების შესახებ და მის მაგივრად, სხვა პროგრამის ამუშავება იქნება მოსალოდნელი. სტრატეგიაში არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები DACA-ს პროგრამა. გაურკვეველია რა ბედი ეწევათ DACA-ს მონაწილეებს. (დაკა – იმ ბავშვების პროგრამა, რომელიც აშშ-ში პატარა ასაკში მოხვდნენ და მათზე არ ვრცელდება ქვეყანაში კრიმინალური შემოღწევის მუხლი, ეს პროგრამა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აამუშავა – რედ.)

Build America Visa-ის გაცემა მხოლოდ დამსახურებით მოხდება. ამ ვიზის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს გარკვეული სამუშაო გამოცდილება, განათლება და ასიმილაციის სურვილი. (ექსპერტების აზრით, ეს სტრატეგია, ერთი-ერთში იმეორებს კანადის საიმიგრაციო პოლკიტიკას – რედ.)

ბევრი ექსპერტი იმასაც მიიჩნევს, რომ ეს “მკვდრადშობილი” სტრატეგიაა, თუმცა ტრამპს რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერის იმედი აქვს. ექპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ ტრამპი პარტიაშიც ვერ მოიპოვებს სრულ მხარდაჭერას.

დემოკრატიული პარტიის ლიდერი – ნენსი პელოსი ამ სტრატეგიას თავხედურსა და ამპარტავნულს უწოდებს. დემოკრატიული პარტია ამ სტრატეგიას არ დაუჭერს მხარს. პელოსიმ განაცხადა რომ

“ამ სტრატეგიით იმ ადამიანთა ღვაწლსა და შრომას გადაესმევა ხაზი ვინც ამერიკა ააშენა და განავითარა და ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად აქცია. მერე რა რომ იმ ადამიანებს არ ჰქონდათ უმაღლესი განათლება ან შესაბამისი ხარისხი, ნუთუ ეს რამით აკნინებს მათ მონაგარს?”

ტრამპის გამოსვლის ტრანსკრიპტი ინგლისურად

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.