კალიფორნიაში, ქვეყნის მასშტაბით კორონა ვირუსის მესამე შემთხვევა დააფიქსირეს

ახალი ტიპის კორონა ვირუსით კიდევ ერთი ამერიკელი დაინფიცირდა, შემთხვევა ორინჯიში (კალიფორნია) უკვე დაადასტურეს.

ინფექციასთან ბრძოლის სააგენტომ გუშინ დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად კორონა ვირუსის ფაქტია, ამის შესახებ უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა.

წინა ორი შემთხვევის მსგავსად, ეს უკანასკნელი პაციენტიც ჩინეთიდან ჩამოვიდა, ამჟამად ის ექიმების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება, ჯერჯერობით უცნობია ვინაობაც.

წყარო

Facebook Comments