ტყის ხანძარი ჩრდ. კალიფორნიაში

ჩრდილოეთ კალიფორნიის ტყის ხანძრების გამო ევაკუირებულია 4,000-მდე ადამიანი. გუშინ შტატის გუბენრატორმა გეივენ ნიუსონმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა (state of emergency).

ჩრდ. კალიფორნიაში ტყის ხანძრების ჩაქრობა რთულია რადგანაც განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა და ქარის სიჩქარე ხელს უშლის სამაშველო და სახანძრო სამსახურებს. ბოლო მონაცემებით დღის გნმავლობაში 105F (40C) ფიქსირდება, ხოლო ქარის მაქსიმალური სიჩქარე 60-70 მაილსი საათში (112კმ).

ტყის ხანძრების 40% ლიკვიდირებულია, თუმცა გავრცელების საშიშროების გამო მოხდა მოსახლეობის ევაკუცია. ევაკუირებულია 4,000-მდე მოსახლე, რომელიც ტყის ხანძრებისა და მისი გავრცელების პოტენციურ არეალში სახლობდნენ. ამ დროისთის დამწვარია 900 ეიქრი (365ჰა) ტყის მასივი.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი (ნოემბერი 2018 წელი) ტყის ხანძრების გამო დაიღუპა 89 ადამიანი და ათასობით საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

Facebook Comments