ამერიკასა და კანადას შორის საზღვარი 21 ივნისამდე არ გაიხსნება

შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის საზღვრის გახსნა 21 ივნისამდე არ მოხერხდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გააკეთა

„კანადა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ საზღვარი კიდევ 30 დღის განმავლობაში არ გახსნან. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანი ორივე ქვეყანაში ხალხის დაცვაა“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია სწრაფად იცვლება და ამ აკრძალვის გახანგრძლივების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მხარეები არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვარი 21 მარტს ჩაიკეტა. ბოლო მონაცემებით, კანადაში კორონავირუსით ინფიცირების 78 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5.8 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. შტატებში კი კორონავირუსს 90 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1.5 მილიონი დაინფიცირდა.

წყარო

Facebook Comments