დამოუკიდებლობის დღე – რა, სად და როდის ხდება?

ქალაქ ნიუ იორკის მაცხოვრებლებისთვის:
ფეიერვერკების საყურებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილები იქნება მანჰეტენზე: Water St. Pearl St. St.James Pl. Pike St და Montgomery St. აღნიშნულ ქუჩებზე ადგილის დაკავება საღამოს 6 საათიდან შეგეძლებათ.
ბრუკლინიდან: დამბოს უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან შეძლებთ სანახობით დატკობას. ფეიერვერკების სანახაობა დაიწყება საღამოს 9:20-ზე და სარულდება 9:50-ზე.

გააგრძელე კითხვა

დიასპორისა და ემიგრანტის დღე

დღეს საქართველოში დიასპორისა და ემიგრანტის დღე აღინიშნება, ანუ დღეს ჩენი დღეა იმიგრანტებო <3 გილოცავთ!

გააგრძელე კითხვა

ხსენების დღე – რას აღნიშნავენ ამ დღეს

ხსენების დღე აღინიშნება ყოველი წლის მაისის ბოლო ორშაბათს. ამ დღეს პატივს მიაგებენ ყველა იმ ჯარის მსახურ ქალსა და კაცს რომელმაც თავი შესწირა ა.შ.შ-ს.

გააგრძელე კითხვა

გილოცავთ დედის დღეს

დედის დღის აღნიშვნა ისტორიულად დაკავშირებულია ანტიკური საბერძნეთის  სახალხო ზეიმთან, გაზაფხულისა და ღმერთების დედის, რეას პატივსაცემ დღეობასთან. ევროპაში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად დღეობამ სახე იცვალა და სახელწოდებაც უფრო ქრისტიანული მიიღო და ამ დღეს “მარიამ ღვთისმშობლის – ეკლესიის დედის” დღეობა ეწოდა, რადგანაც კათიოლიკე ეკლესიაში წმინდა მარიამი არის სიმბოლო: დედის, სიცოცხლის, დაბადების, დაცვისა და იმედის.

გააგრძელე კითხვა

რატომ აღინიშნება წითელი პარასკევი?

დღევანდელ დღეს  კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული. ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა  ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.  გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია.

Continue reading “რატომ აღინიშნება წითელი პარასკევი?”

რატომ აღვნიშნავთ ქართული ენის დღეს?

Nawili-I.pmd14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

,,დედაენა როდი ჰგავს ტანისამოსს, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება. იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზე”. იაკობ გოგებაშვილი. Continue reading “რატომ აღვნიშნავთ ქართული ენის დღეს?”

წმინდა პატრიკის დღეობა

0317patrick-irelandწმინდა პატრიკის დღე ქრისტიანული დღესასწაულია, (რომის კათოლიკე ეკლესიის წმინდანი) რომელიც მთელ მსოფლიოში 17 მარტს აღინიშნება. მან სახელი მიიღო წმინდა პატრიკის საპატივსაცემოდ რომელიც აღესრულა 17 მარტს (ჩვ.წ. 387-461 წწ.), ის ირლანდიაში ქადაგებდა ქრისტიანობას. პატრიკმა მიატოვებინა ადგილობრივ მოსახლეობას პაგანიზმი (კერპთთაყვანისმცემლობა) და მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.

წმინდა პატრიკის დღე ოფიციალურ დღესასწაულად აღინიშნება მე-17 საუკუნის დასაწყისიდან. ის გახლავთ ირლანდიური კულტურისა და იდენტობის ზეიმი. Continue reading “წმინდა პატრიკის დღეობა”

რომელი დაწესებულებები არ მუშაობს დღეს?

A newspaper with the headline Local Newsინფორმაცია ნიუ იორკის მეტროპოლისის არეალის მაცხოვრებლებისთვის

საჯარო დაწესებულებები 

  • სკოლებში უქმე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ნიუ იორკის შტატში, 18 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით დასვენებად გამოცხდდა.
  • შტატის, ქალაქისა და ფედერალური დაწესებულებები არ იმუშავებს.
  • ფოსტის ყველა განყოფილება დახურულია და დღეს არ მოხდება წერილების დარიგება.
  • დღეს ბანკების უმრავლესობა დახურულია.
  • დღეს საჯარო ბიბლიოთეკები და მათი ქვეგანყოფილებები დახურულია.
  • დღეს ასევე არ მუშაობს დასუფთავებისა და პარკების ზედამხედველობის სამსახურები.

Continue reading “რომელი დაწესებულებები არ მუშაობს დღეს?”

პრეზიდენტის დღე

web1_presidents_dayყოველწლიურად, თებერვლის მესამე ორშაბათს აღინიშნება პრეზიდენტის დღე (Presidents’ Day) თუმცა ოფიციალურად ეს დღე ვაშინგტონის დაბადების დღე არის, მაგრამ ხალხში მაინც აღინიშნება როგორც პრეზიდენტის დღე. სხვადასხვა შტატებში აღნიშნავენ როგორც აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღეს, ზოგან კი მხოლოდ ჯორჯ ვაშინგტონის. Continue reading “პრეზიდენტის დღე”

“მე მაქვს ოცნება” მართინ ლუთერ ქინგი

მ.ლ.კ. ვაშინგთონში გამოსვლის წინ

“მე მაქვს ოცნება”  სიტყვა წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან სადაც 300 ათასზე მეტი ამერიკელი შეიკრიბა.
Continue reading ““მე მაქვს ოცნება” მართინ ლუთერ ქინგი”