კოპიტნარში ევროკავშირის ქვეყნების მესაზღვრეები დგანან

ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარში

ევროპელი მესაზღვრეები საქართველოს აეროპორტებში – მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ ევროპის ქვეყნებში სურთ გამგზავრება, აეროპორტებში რეგისტრაციის გავლამდე ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, გერმანელი მესაზღვრეები ამოწმებენ.

ასე იყო დღესაც კოპიტნარში – მილანისა და ბარსელონის მიმართულებით რეისის შესრულებამდე, მგზავრები ევროპელი მესაზღვრეების კითხვებს პასუხობდნენ. სთხოვენ იმ დოკუმენტების ჩვენებას რასაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ისედაც ითვალისწინებდა.

ევროკავშირის ქვეყნების საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლების საქართველოს აეროპორტებში ჩამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს საქართველოს მთავრობამ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ, პარტნიორებთან ერთად მიიღო – დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პრევენციაა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა ევროკავშირში.

წყარო

პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო კოდექსის რეფორმის გეგმა

ვარდების ბაღში გამართულ მედია-ბრიფინგზე პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა დღევანდელ საიმიგრაციო კანონდებლობაზე და მის მოუქნელობაზე გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს. ბრიფინგის განმავლობაში პრეზიდენტმა ისაუბრა ახალ გეგმებზე და კოდექსის ცვლილების აუცილებლობაზე, ასევე მან აღნიშნა, რომ საიმიგრაციო კოდექსი 50 წლის წინ დაიწერა და ის აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. გთავაზობთ იმ ძირითად პუნქტებს, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა და უახლოეს ხანებში ის კონგრესს წარუდგენს კოდექსის ცვლილების პაკეტს.

გააგრძელე კითხვა

მექრთამეობის ბრალდება წაუყენეს 3 პირს – ქონი აილენდი

ქონი აილენდის უბანში კოოპერატიული საბინაო ამხანაგობის, ბინის განაწილების გამგეობის 3 პირს წაუყენეს ქრთამის აღების ბრალდება. როგორც ოლქის პროკურორის განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულები არიან: 71 წლის ანა ტრეიბიჩი, 66 წლის ირინა ზელცერი და 38 წლის კარინა ადრიანი რომლებსაც ევალებოდათ, ქალაქ ნიუ იორკის მერიის პროგრამის – ხელმისაწვდომი ბინების განაწილება ხელმოკლე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.

გააგრძელე კითხვა

საიმიგრაციო სააგენტომ 206 ადამიანს თაღლითობის ბრალი წაუყენა

საიმიგრაციო სააგენტოს მონაცემებით 206 ადამიანს წაეყენა ბრალი ფიქტიური ქორწინების საშუალებით, თაღლითური გზით “მწვანე ბარათის” მოპოვება, 50 ადამიანი უკვე დაპატიმრებულია და ელოდება სასამართლოს.

გააგრძელე კითხვა

ევროპამ ქართველებისთვის უვიზო რეჟიმი შესაძლოა 18 თვით შეაჩეროს

ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება, ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვიც.
“ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება. მე, როგორც ვიცი, ინდივიდუალურ დონეზე იყო ეს თემა არაერთხელ განხილული. ბრიუსელში შეხვედრებისას ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა პირდაპირ დააყენა ეს საკითხი. ასე რომ, საფრთხე რეალურია. ისინი ასეთ რამეს უბრალოდ სიტყვის მასალად არ ამბობენ”, – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 

გააგრძელე კითხვა

ICE-ის რეიდები NJ-ში, დაპატიმრებულია 123 არალეგალი

6QGQDBO2URDRNOPCWJZTEFS26Aგასული ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეც-ოპერაცია, რომლის დასრულებისას NJ-ში დაკავებულ იქნა 123 ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირი.

ჯონ ცუკარისმა (ოპერაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ICE-ის კაპიტანი) ბრიფინგზე განაცხადა: “თამამად შემიძლია განვაცახადო რომ ამ სპეც-ოპერაციის შემდეგ, ჩვენი შატატისა და ქალაქების ქუჩები მეტად უსაფრთხო გახდა, რადგანაც დაკავებულთა შორის არიან ისეთი კრიმინალები, რომლებიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლები არიან მძმე და მსუბუქი დანაშაულების ჩადენისთვის. გპირდებით, ასეთი პირებისგან ნელ-ნელა გავწმინდავთ ყველა შტატის ქალაქის ქუჩებს. Continue reading “ICE-ის რეიდები NJ-ში, დაპატიმრებულია 123 არალეგალი”

დააკავეს თაღლითი, რომელმაც მოატყუა 40-მდე ემიგრანტი და საქმის მოგვარებაში 8,000$ სძალავდა

Fraudხუან სადილო თაღლითური გზით სძალავდა ემიგრანტებს ფულს და ჰპირდებოდა მათ საემიგრაციო პროცედურაში დახმარებასა და საბუთების მოწესრიგებას.  ამ თაღლითურ სქემაში გაება  40-მდე ოჯახი, რომელიც ცდილობდა U-ვიზის მოპოვებას და ამისთვის დახმარებისთვის მიმართა ხუან სადილოს. დაზარალებული ემიგრანტები ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან არიან, თუმცა როგორც იონკერსის მერი მაიქ სპანომ განაცხადა ბრიფინგზე, დაზარალებულთა შორის აღმოსავლეთ ევროპელებიც არიან. Continue reading “დააკავეს თაღლითი, რომელმაც მოატყუა 40-მდე ემიგრანტი და საქმის მოგვარებაში 8,000$ სძალავდა”