2019 წლის აპრილში აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი 3.6%-ია

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში 1969 წლის დეკემბრის შემდეგ აშშ-ში უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია.

გააგრძელე კითხვა

Uber-ისა და Lyft-ის მძღოლების გაფიცვა 8 მაისს, დილის 7 საათზე დაიწყება

ქალაქ ნიუ იორკის ტაქსის მძღოლთა ალიანსი (NYTWA) განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ ისინი გაიფიცებიან 8 მაისს, 2 საათის განმავლობაში. გაფიცვის მიზეზი და მიზანია კომპანიების ყურადღების მიპყრობა არასამართლიანი ანაზღაურების პოლიტიკისადმი. NYTWA-ს აღმასრულებელი დირექტორი ბჰაირავი დესავის განცხადების თანახმად, “კომპანიები მილიარდებს შოულობენ მძღოლების ხარჯზე, მწირი ანაზღაურება რჩება მძღოლს, ხოლო შემოსავლის დიდი ნაწილი რჩება კომპანიას” გაფიცვა დაამთხვიეს კომპანია Uber-ის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანის თარიღს. კომპანია ვარაუდობს რომ მისი საბაზრო ღირებულება 91 მილიარდამდე იქნება.

გააგრძელე კითხვა

ნიუ იორკის შტატში მინიმალური ხელფასი იზრდება

31 დეკემბერს ღამის 12 საათის შემდეგ ქალაქ ნიუ იორკში ახალი მინიმალური ტარიფი ამოქმედდება. მთელი შტატისა და ქალაქ ნიუ იორკის მასშტაბით დასაქმებულთა ხელფასი გაიზრდება, თუმცა მხოლოდ ქალაქ ნიუ იორკში დასაქმებულთა ხელფასი იქნება 15$ საათში. სახელფასო ცვლილება არ შეეხება იმ პირებს, ვინც დასაქმებულია და ხელფასთან ერთად “Tips” იღებს მომხმარებლებისგან.

Continue reading “ნიუ იორკის შტატში მინიმალური ხელფასი იზრდება”