ალაბამაში აბორტის გამო ექიმს 99 წლით დააპატიმრებენ

მონთგომერიში ჩატარებული სენატის კენჭისყრის შედეგი ასე გამოიყურება მომხრე – 25, მოწინააღმდეგე – 6, რესპუბლიკურმა პარტიამ არქაულ კანონს დაუჭირა მხარი, რომელიც ადგილობრივი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სამრევლო ჯგუფის მიერ იყო შეტანილი ალაბამას სენატში.

გააგრძელე კითხვა

გილოცავთ დედის დღეს

დედის დღის აღნიშვნა ისტორიულად დაკავშირებულია ანტიკური საბერძნეთის  სახალხო ზეიმთან, გაზაფხულისა და ღმერთების დედის, რეას პატივსაცემ დღეობასთან. ევროპაში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად დღეობამ სახე იცვალა და სახელწოდებაც უფრო ქრისტიანული მიიღო და ამ დღეს “მარიამ ღვთისმშობლის – ეკლესიის დედის” დღეობა ეწოდა, რადგანაც კათიოლიკე ეკლესიაში წმინდა მარიამი არის სიმბოლო: დედის, სიცოცხლის, დაბადების, დაცვისა და იმედის.

გააგრძელე კითხვა

კათოლიკეებმა ქართველ მართლმადიდებლებს ბრიუსელში ტაძარი უსასყიდლოდ გადასცეს

ბრიუსელის ქართული ტაძარი

ბრიუსელში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას კათოლიკე ეკლესიამ საკათედრო ტაძარი უსასყიდლოდ გადასცა. ტაძარში ქართველი მორწმუნეებისთვის წირვა-ლოცვა აღსრულდება.

Continue reading

რატომ აღინიშნება წითელი პარასკევი?

დღევანდელ დღეს  კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული. ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა  ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.  გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია.

Continue reading