ტრამპი კონგრესს სთავაზობს “მწვანე ბარათის” გაუქმებას და Build America ვიზებით ჩანაცვლებას – რას ნიშნავს ეს?

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდს მზად აქვს ახალი ტიპის ვიზის სქემა, რომელიც კონგრესში კენჭიყრის შემთხვევაში შეიძლება ძალაში შევიდეს.

გააგრძელე კითხვა

საიმიგრაციო სააგენტომ 206 ადამიანს თაღლითობის ბრალი წაუყენა

საიმიგრაციო სააგენტოს მონაცემებით 206 ადამიანს წაეყენა ბრალი ფიქტიური ქორწინების საშუალებით, თაღლითური გზით “მწვანე ბარათის” მოპოვება, 50 ადამიანი უკვე დაპატიმრებულია და ელოდება სასამართლოს.

გააგრძელე კითხვა

ევროპამ ქართველებისთვის უვიზო რეჟიმი შესაძლოა 18 თვით შეაჩეროს

ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება, ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვიც.
“ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება. მე, როგორც ვიცი, ინდივიდუალურ დონეზე იყო ეს თემა არაერთხელ განხილული. ბრიუსელში შეხვედრებისას ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა პირდაპირ დააყენა ეს საკითხი. ასე რომ, საფრთხე რეალურია. ისინი ასეთ რამეს უბრალოდ სიტყვის მასალად არ ამბობენ”, – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 

გააგრძელე კითხვა

როდის გამოქვეყნდება Green-card-ის შედეგები და როგორ უნდა მოიქცეთ თუ მოიგეთ?

თეთრი სახლის დაჟინებული მოთხოვნით, 2020 წლის გათამაშება ოდნავ განსხვავებული იყო ვიდრე მის წინ ჩატარებული გათამაშებები, რადგანაც ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტმა 55,000 ნაცვლად 50,000 ბარათი გაათამაშა. მცირედით შეიცვალა შერჩევის პროცედურები და გასაუბრების ვადები, ასევე შეცვლილია აპლიკანტისათვის ზოგიერთი მოთხოვნა. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ნასამართლეობასა და აპლიკანტის კრიმინალურ ისტორიას როგორც საქართველოში, ასევე ა.შ.შ.-ში ყოფნის პერიოდში, კრიმანალად ჩაითვლება დეპორტაცია, ვიზის ვადის გასვლის შემდეგ შტატებში დარჩენა, მცირე სამართლებრივი გადაცდენა და ა.შ.
თუ საერთოდ არ გაქვთ წარმოდგენა რა არის მწვანე ბარათი, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ ჯერ ამ სტატიას. <<->>

Continue reading

NYS – აიკრძალა საიმიგრაციო პოლიციის მიერ არალეგალების დაკავება სასამართლო შენობაში

საიმიგრაციო და საზღვრის დაცვის ოფიცრებს აღარ ექნებათ უფლება, რომ დააკავონ სასამართლოში გამოცხადებული არალეგალური გზებით შემოსული ან ვიზაგადაცილებული პირები სასამართლოს შენობაში, რაც აქამდე ხდებოდა და საზოგადოებრივი შოკი გამოიწვია, რადგანაც ICE-იმ მხოლოდ 2016-2019 1,736%-ით გაზარდა არალეგალი იმიგრანტების სასამართლოს შენობაშივე დაკავების მაჩვენებელი.

Continue reading

USCSI მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმს ამკაცრებს

1540476420873ახალი ჩანაწერის თანახმად მარიხუანას მოხმარება ჩაითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად, მიუხედავად იმისა, რომ მოხმარება მოხდა ისეთ შტატში სადაც ლეგალურია შენახვა და მოხმარება.

1996 წლიდან ზოგიერთ შტატში ლეგალურია ისეთი (მსუბუქი) ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება როგორიც არის მარიხუანა, მაგრამ მიუხედავად ადგილობრივი კანონმდებლობისა, მარიხუანას მოხმარება ფედერალურ დონეზე მაინც დანაშაულია. სწორედ ამ საკანონმდებლო ლაფსუს გამოიყენებს საიმიგრაციო სააგენტო როდესაც ნატურალიზაციის აპლიკანტის მორალურ ხასიათს შეისწავლის. Continue reading

ICE-ის რეიდები NJ-ში, დაპატიმრებულია 123 არალეგალი

6QGQDBO2URDRNOPCWJZTEFS26Aგასული ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეც-ოპერაცია, რომლის დასრულებისას NJ-ში დაკავებულ იქნა 123 ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირი.

ჯონ ცუკარისმა (ოპერაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ICE-ის კაპიტანი) ბრიფინგზე განაცხადა: “თამამად შემიძლია განვაცახადო რომ ამ სპეც-ოპერაციის შემდეგ, ჩვენი შატატისა და ქალაქების ქუჩები მეტად უსაფრთხო გახდა, რადგანაც დაკავებულთა შორის არიან ისეთი კრიმინალები, რომლებიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლები არიან მძმე და მსუბუქი დანაშაულების ჩადენისთვის. გპირდებით, ასეთი პირებისგან ნელ-ნელა გავწმინდავთ ყველა შტატის ქალაქის ქუჩებს. Continue reading

ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის გადაწყვეტილება შეაჩერა

dimsკალიფორნიის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ რიჩარდ სიბორგმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დაბლოკა. თეთრი სახლის იანვრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ამერიკელი იმიგრანტები, რომლებმაც შეერთებულ შტატებს თავშესაფრისთვის მიმართეს, მათი პეტიციის განხილვის განმავლობაში, მექსიკაში უნდა დარჩნენ, ან თუ უკვე შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არიან, უკან უნდა გაბრუნდნენ. Continue reading

“თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ”

ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, პოტენციურმა მიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთს ეწვია. Continue reading

დააკავეს თაღლითი, რომელმაც მოატყუა 40-მდე ემიგრანტი და საქმის მოგვარებაში 8,000$ სძალავდა

Fraudხუან სადილო თაღლითური გზით სძალავდა ემიგრანტებს ფულს და ჰპირდებოდა მათ საემიგრაციო პროცედურაში დახმარებასა და საბუთების მოწესრიგებას.  ამ თაღლითურ სქემაში გაება  40-მდე ოჯახი, რომელიც ცდილობდა U-ვიზის მოპოვებას და ამისთვის დახმარებისთვის მიმართა ხუან სადილოს. დაზარალებული ემიგრანტები ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან არიან, თუმცა როგორც იონკერსის მერი მაიქ სპანომ განაცხადა ბრიფინგზე, დაზარალებულთა შორის აღმოსავლეთ ევროპელებიც არიან. Continue reading