კოპიტნარში ევროკავშირის ქვეყნების მესაზღვრეები დგანან

ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარში

ევროპელი მესაზღვრეები საქართველოს აეროპორტებში – მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ ევროპის ქვეყნებში სურთ გამგზავრება, აეროპორტებში რეგისტრაციის გავლამდე ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, გერმანელი მესაზღვრეები ამოწმებენ.

ასე იყო დღესაც კოპიტნარში – მილანისა და ბარსელონის მიმართულებით რეისის შესრულებამდე, მგზავრები ევროპელი მესაზღვრეების კითხვებს პასუხობდნენ. სთხოვენ იმ დოკუმენტების ჩვენებას რასაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ისედაც ითვალისწინებდა.

ევროკავშირის ქვეყნების საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლების საქართველოს აეროპორტებში ჩამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს საქართველოს მთავრობამ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ, პარტნიორებთან ერთად მიიღო – დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პრევენციაა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა ევროკავშირში.

წყარო

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება​ზე საფრანგეთთან შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ამას განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან პრევენციულ ნაბიჯს, იგივე თავშესაფრის მაძიებლის ზრდის კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განაცხადა.

გააგრძელე კითხვა

მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.

1945. ქანთარია და ეგოროვი რეიხსტაგზე აღმართავენ სსრკ-ს დროშას

მეორე მსოფლიო ომი რეალურად 1939 წელს დაიწყო და დასრულდა1945 წელს, თუმცა საბჭოთა და ახლა უკვე პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ინერციით აღნიშნავენ 1941-1945 როგორც ომის თარიღს.

გააგრძელე კითხვა

ევროპამ ქართველებისთვის უვიზო რეჟიმი შესაძლოა 18 თვით შეაჩეროს

ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება, ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვიც.
“ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება. მე, როგორც ვიცი, ინდივიდუალურ დონეზე იყო ეს თემა არაერთხელ განხილული. ბრიუსელში შეხვედრებისას ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა პირდაპირ დააყენა ეს საკითხი. ასე რომ, საფრთხე რეალურია. ისინი ასეთ რამეს უბრალოდ სიტყვის მასალად არ ამბობენ”, – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 

გააგრძელე კითხვა

საქართველოს მოქალაქეები რაოდენობრივად იკავებენ პირველ ადგილს საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის მიხედვით – განაცხადა პასკალ მენიემ

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – პასკალ მენიე

საქართველოში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მისმა მოქალაქეებმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ. ელჩის განცხადებით, საფრანგეთის პრიორიტეტია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუნარჩუნდეს.

საფრანგეთმა თავის დროზე მხარი დაუჭირა ვიზალიბერალიზაციას და ჩვენი მიზანი იყო, საქართველოს რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო ევროკავშირის ფარგლებში.

Continue reading “საქართველოს მოქალაქეები რაოდენობრივად იკავებენ პირველ ადგილს საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის მიხედვით – განაცხადა პასკალ მენიემ”