საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს

2019 წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

გააგრძელე კითხვა

ფარიკაობაში მსოფლიო თასის გამარჯვებული სანდრო ბაზაძე გახდა

21 სექტემბერს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.   

გააგრძელე კითხვა

ლეხუმ ჩხვიმიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი, ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონია. ჩხვიმიანმა გამარჯვება ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.  ლეხუმი გახლავთ პირველი მსუბუქწონიანი ჩემპიონი საქართველოდან, ამ ინფორმაციას მსოფლიო ძიუდოს ფედერაცია ავრცლებს.

გააგრძელე წაკითხვა

ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტმა ქართულ კომპანიას სანქციები დაუწესა

როგორც აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, Georgia Petrochemical and Aviatech–მა სცადა, უკანონოდ გაეტანა ალუმინის მილები მალაიზიის გავლით ირანში.

გააგრძელე კითხვა

კოპიტნარში ევროკავშირის ქვეყნების მესაზღვრეები დგანან

ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარში

ევროპელი მესაზღვრეები საქართველოს აეროპორტებში – მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ ევროპის ქვეყნებში სურთ გამგზავრება, აეროპორტებში რეგისტრაციის გავლამდე ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, გერმანელი მესაზღვრეები ამოწმებენ.

ასე იყო დღესაც კოპიტნარში – მილანისა და ბარსელონის მიმართულებით რეისის შესრულებამდე, მგზავრები ევროპელი მესაზღვრეების კითხვებს პასუხობდნენ. სთხოვენ იმ დოკუმენტების ჩვენებას რასაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ისედაც ითვალისწინებდა.

ევროკავშირის ქვეყნების საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლების საქართველოს აეროპორტებში ჩამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს საქართველოს მთავრობამ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ, პარტნიორებთან ერთად მიიღო – დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პრევენციაა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა ევროკავშირში.

წყარო

6 წლის ქართველი ბიჭუნა ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში 7 წლამდე მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ინფორმაცია ჭადრაკის ფედერაციამ გაავრცელა.

“დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული”, — წერს ფედერაცია ფეისბუქის გვერდზე.

წყარო

4 წელი ტრაგედიიდან – ვერეს ხეობის წყალდიდობა

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

გააგრძელე კითხვა

ბათუმი მსოფლიო ტურისტული ჯილდოს მფლობელი გახდა – World Travel Awards

ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. ცოტა ხნის წინ, პორტუგალიაში, მადეირაში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდეობა დასრულდა, სადაც კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტები იყვნენ სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარ (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია)

გააგრძელე კითხვა

Fulbright 2019 წელს საქართველოდან 11 სტიპენდიანტი ჰყავს

საქარეთველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, პროგრამა ფულბრაითის 2019 წლის სტიპენდიანტების სიას აქვეყნებს გთავაზობთ ტექსტს უცვლელად.

გააგრძელე კითხვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, ამერიკის მხარდაჭერა არასდროს მოაკლდება, – ეს არის მთავარი გზავნილი ვაშინგტონიდან, სადაც ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დასრულდა.

გააგრძელე კითხვა