მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.

1945. ქანთარია და ეგოროვი რეიხსტაგზე აღმართავენ სსრკ-ს დროშას

მეორე მსოფლიო ომი რეალურად 1939 წელს დაიწყო და დასრულდა1945 წელს, თუმცა საბჭოთა და ახლა უკვე პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ინერციით აღნიშნავენ 1941-1945 როგორც ომის თარიღს.

გააგრძელე კითხვა

რატომ აღინიშნება წითელი პარასკევი?

დღევანდელ დღეს  კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული. ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა  ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.  გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია.

Continue reading

გადამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა უახლოეს პერიოდში დაიწყება

Screen Shot 2019-04-16 at 11.55.03 AMშეგახსენებთ, რომ 15 აპრილს ტაძარში გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 8 საუკუნის წინ აშენებული ევროპის ყველაზე ძველი და ცნობილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნაწილი შეეწირა.

ტაძრის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და მშენებლებს 2 საუკუნე დასჭირდათ რომ დაესრულებინათ ის. საუკუნეების განმავლობაში ტაძარს არაერთხელ გაუჩნდა ხანძარი, მაგრამ ყოველჯერზე, ის სასწაულებრივად გადარჩებოდა ხოლმე. საფრანგეთის რევოლუციების დროსაც,  არაერთხელ იყო მცდელობა მისი დანგრევისა და გადაწვის, თუმცა მანდაც გადარჩა. საბოლოოდ, ტაძრის ბედი ვიქტორ ჰიუგოს რომანმა გადაწყვიტა, რომელიც 1831 წელს გამოქვეყნდა. რომანის გამოქვეყნების შემდეგ ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ტაძარს შეინარჩუნებდნენ. Continue reading

რა მოხდა 9 აპრილს: ტრაგედიის ქრონოლოგია

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს – 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა 9 აპრილის ტრაგედიას

Continue reading