ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲡᲐᲔᲚᲩᲝᲛ FULBRIGHT-ᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲖᲔ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲝᲐᲪᲮᲐᲓᲐ

აშშ-ის საელჩომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროგრამა Fulbright-ზე საბუთების მიღება გამოაცხადა. Fulbright 2020-2021 სასწავლო წლებისთვის ყველა ტიპის სამაგისტრო პროგრამას აფინანსებს. მისი მთავარი დონორი აშშ-ის განათლებისა და კულტურის სახელმწიფო დეპარტამენტია, თანადამფინანსებელი კი საქართველოს მთავრობაა. 

გააგრძელე კითხვა

კათოლიკეებმა ქართველ მართლმადიდებლებს ბრიუსელში ტაძარი უსასყიდლოდ გადასცეს

ბრიუსელის ქართული ტაძარი

ბრიუსელში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას კათოლიკე ეკლესიამ საკათედრო ტაძარი უსასყიდლოდ გადასცა. ტაძარში ქართველი მორწმუნეებისთვის წირვა-ლოცვა აღსრულდება.

Continue reading

გადამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა უახლოეს პერიოდში დაიწყება

Screen Shot 2019-04-16 at 11.55.03 AMშეგახსენებთ, რომ 15 აპრილს ტაძარში გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 8 საუკუნის წინ აშენებული ევროპის ყველაზე ძველი და ცნობილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნაწილი შეეწირა.

ტაძრის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და მშენებლებს 2 საუკუნე დასჭირდათ რომ დაესრულებინათ ის. საუკუნეების განმავლობაში ტაძარს არაერთხელ გაუჩნდა ხანძარი, მაგრამ ყოველჯერზე, ის სასწაულებრივად გადარჩებოდა ხოლმე. საფრანგეთის რევოლუციების დროსაც,  არაერთხელ იყო მცდელობა მისი დანგრევისა და გადაწვის, თუმცა მანდაც გადარჩა. საბოლოოდ, ტაძრის ბედი ვიქტორ ჰიუგოს რომანმა გადაწყვიტა, რომელიც 1831 წელს გამოქვეყნდა. რომანის გამოქვეყნების შემდეგ ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ტაძარს შეინარჩუნებდნენ. Continue reading

FLEX-ის ფინალისტები აჭარიდან

FLEX-ის, ანუ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „ბათუმელები“ სამ გამარჯვებულს ესაუბრა, ისინი სექტემბრიდან აშშ-ში ერთი წლით გაემგზავრებიან,  იცხოვრებენ ადგილობრივების  ოჯახებში და განათლებას მიიღებენ ამერიკულ სკოლაში. Continue reading

ქუინსისა და ბრონქსის საბინაო ლატარია

ხედიქალაქ ნიუ იორკის მერიამ გამოაცხადა მორიგი საბინაო ლატარიის დაწყების შესახებ. ამჯერად ბინები თამაშდება ქუინსისა და ბრონქსის ბოროებში (რედ: ბოროუ ეწოდება ქალაქის რაიონს. როგორც იცით, ქალაქი ნიუ იორკი დაყოფილია ხუთ ბოროუდ: ბრონქსი, მანჰეტენი, სთეითენ-აილენდი, ბრუკლინი და ქუინსი) Continue reading

ორგანიზაცია თვისტომის საქველმოქმედო აქცია

46520424_10156350320296865_2748679155615793152_o3 მარტს C ჰეპატისის მკურნალობის უფასო პროგრამა და ნივთიერებაზე დამოკიდებულთა ზედოზირების შედეგად გართულების პრევენციის ტრეინინგი სადაც დარიგდება უფასო მედიკამენტი “ნარკანი”

ვისაც ახლობლობაში, ოჯახში ან სამეგობროში გაქვთ ეს პრობლემა მობრძანდით ჩვენთან და გაიარეთ ტრეინინგი და აიღეთ ცხვირში შესასხურებელი “ნარკანი” არავინაა დაზღვეული , არავინ იცის როდის და რა სიტუაციაში დაგჭირდებათ. Continue reading

Papa John’s- ის პიცერიათა ქსელი თანამშრომლებს სწავლას უფინანსებს

papajohnslogo85_0.pngPapa John’s ცნობილი საერთაშორისო ფრენჩაიზა კომპანია, რომელსაც მხოლოდ ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე 2,800 პიცერია აქვს, გაავრცელა პრეს-რელიზი, სადაც ის ხსნის თუ როგორ ან რატომ სურს თანამშრომლებს დაუფინანსოს განათლების მიღება. Continue reading