გილოცავთ დედის დღეს

დედის დღის აღნიშვნა ისტორიულად დაკავშირებულია ანტიკური საბერძნეთის  სახალხო ზეიმთან, გაზაფხულისა და ღმერთების დედის, რეას პატივსაცემ დღეობასთან. ევროპაში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად დღეობამ სახე იცვალა და სახელწოდებაც უფრო ქრისტიანული მიიღო და ამ დღეს “მარიამ ღვთისმშობლის – ეკლესიის დედის” დღეობა ეწოდა, რადგანაც კათიოლიკე ეკლესიაში წმინდა მარიამი არის სიმბოლო: დედის, სიცოცხლის, დაბადების, დაცვისა და იმედის.

გააგრძელე კითხვა

ხაშურელი ელენე გოგალაძე სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

1553068251553753ხაშურელი გოგონა ელენე გოგოლაძე სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში, 100 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ელენეს წარმატების შესახებ ინფორმაცია ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის ფეისბკგვერდზე გამოქვეყნდა, სწორედ ამ სკოლაში სწავლობს ელენე.
„რა არის საჭირო დიდი მიზნის მისაღწევად?

ნიჭი? თავდაუზოგავი შრომა? იღბალი? – დიახ, ეს ყველაფერი და კიდევ მიზანდასახულობა და დიდი სიმამაცე! ყველა ეს თვისება გააჩნია ჩვენი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ელენე გოგალაძეს! და აი, შედეგიც: ამ პატარა გოგომ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია : ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute) , რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ განმცხადებლების 2%- ზე ნაკლებს. Continue reading “ხაშურელი ელენე გოგალაძე სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა”

გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია

a75682bგარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია.

გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

Continue reading “გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია”