NYS სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის თანახმად არალეგალი იმიგრანტები მართვის მოწმობას აიღებენ

ნიუ იორკის შტატის კაპიტოლიუმი – ქალაქი ოლბანი

ნიუ იორკის შტატის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ცნობილია სახელით Green Light Bill რომლის მიხედვით არალეგალი იმიგრანტი შეძლებს მართვის მოწმობის აღებას, მანქანის დაზღვევის გაფორმებას და მანქანის საკუთრებაში ჩაწერას. კანონს 86 სენატორმა დაუჭირა მხარი ხოლო 47 წინააღმდეგი იყო. ახლა ჯერი გუბერნატორ ენდრიუ კუომოზეა, რომელმაც უნდა მოაწეროს ხელი კანონს და ის ძალაში ხელმოწერის მომენტისთანავე შევა.

გააგრძელე კითხვა

NYS ყველა ბავშვი აიცრება, მიუხედავად მშობლის სურვილისა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ მოაწერა ხელი კანონს, რომლის მიხედვით შტატის უკლებლივ ყველა ბავშვი უნდა აიცრას, მიუხედავად მათი მშობლების “რელიგიური გრძნობებისა”.

გააგრძელე კითხვა

NYC მერიის დაპირებული სამედიცინო დაზღვევა არალეგალებს

ქალაქ ნიუ იორკის მერმა, ბილ დებლაზიომ Lincoln Hospital-ში პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც წარმოადგინა დაზღვევის ბარათი “NYC Care Card” რომლის შესახებაც მერმა იანვრის თვეში ისაუბრა და დაჰპირდა არალეგალებს, რომ მათ ექნებოდათ წვდომა სამედიცინო სერვისებთან.

გააგრძელე კითხვა

NY სენატი განიხილავს ნატურალური ბეწვეულის აკრძალვის კანონპროექტს

maxresdefaultშესაძლოა ნიუ იორკმა მიბაძოს კალიფორნიის შტატს და შტატის ტერიტორიაზე აიკრძალოს ბეწვეულის ყიდვა-გაყიდვა, თუმცა ხმარება ლეგალური დარჩება.

ცხოველთა უფლებების აქტივისტების მუშაობის შედეგად შტატ ნიუ იორკის სენატმა წარმოებაში მიიღო კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს  მთელი შტატის ტერიტორიაზე იმ ტანსაცმელის ყიდვა-გაყიდვას. რომელიც დამზადებულია ცხოველთა ბეწვეულის გამოყენებით. Continue reading “NY სენატი განიხილავს ნატურალური ბეწვეულის აკრძალვის კანონპროექტს”

NY სენატი განიხილავს კანონპროექტს – მართვის მოწმობა ყველა არალეგალ ემიგრანტს

შტატ ნიუ იორკის სენატი (ოლბანი) განიხილავს კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ყველა არალეგალი იმიგრანტი, რომელიც ცხოვრობს და არის NYS- რეზიდენტი შეძლებს მიიღოს მართვის მოწმობა ყოველგვარი გართულებული პროცედურების გარეშე.

კანონპროექტის ავტორი გახლავთ დემოკრატი სენატორი ალესანდრა ბიაჯი, რომელიც წარმოადგენს ბრონქსისა და ვესტჩესტერის ოლქების ამომრჩევლებს. Continue reading “NY სენატი განიხილავს კანონპროექტს – მართვის მოწმობა ყველა არალეგალ ემიგრანტს”