კათოლიკეებმა ქართველ მართლმადიდებლებს ბრიუსელში ტაძარი უსასყიდლოდ გადასცეს

ბრიუსელის ქართული ტაძარი

ბრიუსელში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას კათოლიკე ეკლესიამ საკათედრო ტაძარი უსასყიდლოდ გადასცა. ტაძარში ქართველი მორწმუნეებისთვის წირვა-ლოცვა აღსრულდება.

ჩვენ მივმართეთ კათოლიკურ ეკლესიას, მათ აქვთ ეკლესიები, რომლებიც მრევლის ნაკლებობას განიცდის, იყო საეკლესიო საბჭო, მაგრამ უკვე ძალიან ხანდაზმული. ვთხოვეთ, ხომ არ შეიძლებოდა ქართულ საზოგადოებას გადასცემოდა, ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, გვჭირდებოდა მისი ლოცვა-კურთხევა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, აქაურმა მიტროპოლიტმა მეუფე ათენაგორამ”, – თქვა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა “იმედის კვირასთან ინტერვიუში.

კათოლიკეებმა დასავლეთში ქართველ მართლმადიდებლებს უსასყიდლოდ არაერთი ტაძარი დაუთმეს, თუმცა ქართველი კათოლიკეები ამ დრომდე ითხოვენ ხუთი ისტორიული ტაძრის დაბრუნებას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს განკარგვაშია. ტაძრები ბათუმში, გორში, ქუთაისში, უდესა და ივლიტაში დგას.

წყარო

Facebook Comments