სავიზო განაცხადის შევსებისას სოციალური ქსელის ანგარიშის მითითება აუცილებელი გახდა.

სახელწმიფო დეპარტამენტი ახალი რეგულაციის თანახმად, თუ პირს სურს ა.შ.შ.-ს ვიზა მიიღოს, მაშინ მან ანკეტაში უნდა მიუთითოს თავისი სოციალური ქსელის ანგარიშები. ასევე, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ყველა იმ ტელეფონის ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, რომელიც თქვენს სახელზე იყო რეგისტრირებული და ყველა იმ ელექტრონული მისამართის ჩაწერა, რომელიც გამოგიყენებიათ.

ამ ნაბიჯის გადადგმა სახელმწიფო დეპარტამენტში გაამართლეს იმით, რომ ცდილობენ ქვეყანაში შემომსვლელთა ვინაობა უკეთ შეისწავლონ და ტერორიზმის რისკები მინიმუმამდე დაიყვანონ.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შარშან მარტის თვეში შეიტანა საიმიგრაციო კანონმდებლობის ცვლილების მონახაზი, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა და ამიერიდან ის კანონის იმპერატიული ნაწილი გახდა. როგორც დეპარტამენტი იუწყება მსგავსი ცვლილება შეეხება დაახლოებით 15 მილიონამდე ადამიანს, რომელიც ავსებს სავიზო ანკეტას.

ეს ცვლილება არ შეეხებათ მხოლოდ მათ ვინც ქვეყანში დიპლომატიური მიზნით ან/და ოფიციალური ვიზიტით ითხოვენ შემოსვლას, დანარჩენ უკლებლივ ყველა შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებული იქნება მიუთითოს საციალური ქსელის ანგარიში. ანგარიშის დამალვით ან არგამხელით განმცხადებელის სავიზო განაცხადი დისკვალიფიცირდება და მოყვება პროცესის გართულება.

 წყარო

Facebook Comments