ალაბამას შტატში პედოფილების ქიმიური კასტრაცის კანონი ამოქმედდება

Photo Credit: ALToday.com/Adam Powell

ალაბამას შტატის სენატმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც პედოფილებს ციხის დატოვებამდე ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ. ამის შესახებ BBC წერს.

კანონი იმ პატიმრებზე გავრცელდება, რომლებიც 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე სექსუალურ ძალადობისთვის არიან გასამართლებულნი. ისინი იძულებულები იქნებიან ციხის დატოვებამდე მიიღონ მედიკამენტები, რომლებიც ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების გამომუშავებას აჩერებს.სასამართლო ინდივიდუალურად გადაწყვეტს, როდის აღარ იქნება ამ პროცედურის შესრულება კონკრეტული ადამიანისთვის საჭირო. 

თუ დამნაშავე მედიკამენტების მიღებაზე უარს განაცხადებს, მაშინ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ. მსჯავრდებულები მედიკამენტების მიღებას ციხის დატოვებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ და იქამდე განაგრძობენ, სანამ ამას მოსამართლე მიიჩნევს საჭიროდ. 

შეგახსენებთ, რომ: მსგავსი კანონი კალიფორნიის, ფლორიდისა და ლუიზიანის შტატებშიც მოქმედებს იმ განსხვავებით, რომ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ თვითონ აირჩიონ კასტრაციის ფორმა.

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.