ცვლილებები სამოქალაქო ტესტებში

1540476420873.pngსაიმიგრაციო სააგენტო ავრცელებს ცვლილების სიახლეს, რომლის თანახმად სამოქალაქო ტესტებში შევა ცვლილება. ეს ტესტები არის მათთვის ვისაც გაგზავნილი აქვს ფორმა N-400 და უახლოეს ხანებში ელოდება საიმიგრაციო ოფიცერთან გასაუბრებასა და ენის ცოდნისა და სამოქალაქო გამოცდას.

როგორც საიმიგრაციო სააგენტო განმარტვას, ამიერიდან მოქალაქეობის მსურველი ვალდებული იქნება იცოდეს შემდეგი საკითხები:

  • ვინ არის თქვენი შტატის (უნდა დასახელდეს ერთი მაინც ) სენატორი?
  • დაასახელეთ თქვენი წარომადგენელი წარმომადგენელთა პალატიდან?
  • ვინ არის თქვენი შტატის გუბერნატორი?
  • დაასახელეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სახელი.

საიმიგრაციო სააგენტო ასევე ამატებს რამდენიმე ისეთ კითხვას, რომელიც ეხება დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, თუმცა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ იქნება სავალდებულო თუ კი  თქვენ ხართ 65 წლის ან მეტი და შტატებში იმყოფებით კანონიერად უკანსაკნელი 20 წლის განმავლობაში, დანარჩენ შემთხვევაში ყველა კიხვაზე პასუხის გაცემა სავალდებულო იქნება.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.